https://sputnik-georgia.com/20220302/sexla-semoxla-tbilisis-saqalaqo-sasamartlos-ezosi-policia-264918597.html
შეხლა-შემოხლა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში პოლიციის ჩარევით დასრულდა
შეხლა-შემოხლა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში პოლიციის ჩარევით დასრულდა
Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსმენა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე ხმაურისა და შეხლა–შემოხლის ფონზე წარიმართა, რომელიც მხოლოდ პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა
2022-03-02T19:02+0400
2022-03-02T19:02+0400
2022-03-02T23:17+0400
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264276310_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_f274487fd8a3316ce722c86e1ed449a3.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსმენა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე სასამართლოს ეზოში ხმაურისა და შეხლა-შემოხლის ფონზე წარიმართა.ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა თბილისში ჟურნალისტებზე ნამდვილი „ნადირობა“ გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. ძალადობის ფაქტზე 27 ადამიანი დააკავეს.სასამართლოს ეზოში ბრალდებულების რადიკალურად განწყობილი თანამოაზრეები შეიკრიბნენ.მოწმეების მიმართ რეპლიკებს შორის ისმოდა: „ყოველთვის დაცვით ვერ ივლით“.აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა წვერავა დაადანაშაულეს იმაში, რომ მან 5 ივლისს თავად მოაწყო პროვოცირება, რადგან შეკრებილებს „არარაობა“ უწოდა.ადგილზე ვითარების განსამუხტად პოლიცია გამოიძახეს.ბრალდებულებს ბრალი ედებათ ჟურნალისტების საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლაში, რომლის დროსაც ძალადობა გამოიყენეს, ასევე ჯგუფურ ძალადობაში.მათი დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში თითოეულს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264276310_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_ad1ccba4ae00f1fcc0f60018230a0708.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასამართლო თბილისი შეხლა–შემოხლა
სასამართლო თბილისი შეხლა–შემოხლა
შეხლა-შემოხლა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში პოლიციის ჩარევით დასრულდა
19:02 02.03.2022 (განახლებულია: 23:17 02.03.2022) სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის გახმაურებულ საქმეზე მოსმენა მიმდინარეობდა.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსმენა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე სასამართლოს ეზოში ხმაურისა და შეხლა-შემოხლის ფონზე წარიმართა.
ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა თბილისში ჟურნალისტებზე ნამდვილი „ნადირობა“ გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. ძალადობის ფაქტზე 27 ადამიანი დააკავეს.
სასამართლოს ეზოში ბრალდებულების რადიკალურად განწყობილი თანამოაზრეები შეიკრიბნენ.
მოსმენის შემდეგ ისინი ემუქრებოდნენ ბრალდების მოწმეებს, კერძოდ, ტელეარხ „ფორმულას“ ჟურნალისტ რატი წვერავასა და ტელეარხ „მთავარის“ ოპერატორ დავით ახალაძეს.
მოწმეების მიმართ რეპლიკებს შორის ისმოდა: „ყოველთვის დაცვით ვერ ივლით“.
აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა წვერავა დაადანაშაულეს იმაში, რომ მან 5 ივლისს თავად მოაწყო პროვოცირება, რადგან შეკრებილებს „არარაობა“ უწოდა.
ადგილზე ვითარების განსამუხტად პოლიცია გამოიძახეს.
ბრალდებულებს ბრალი ედებათ ჟურნალისტების საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლაში, რომლის დროსაც ძალადობა გამოიყენეს, ასევე ჯგუფურ ძალადობაში.
მათი დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში თითოეულს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.