საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ამზადებს

© photo: Sputnikმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2022
გამოწერა
საქართველოს მმართველმა პარტიამ ევროკავშირს მოუწოდა, განაცხადი „საგანგებო წესით“ განიხილოს.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ევროკავშირს მოუწოდა, საგანგებო რეჟიმში განიხილონ განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0