https://sputnik-georgia.com/20220302/mtavroba-moxaliseebis-gagzavnas-ukrainasi-organizebas-ver-gauketebs-lado-cacibaia-264920602.html
მთავრობა მოხალისეებს უკრაინაში ვერ გაგზავნის, არსებობს სხვა გზები: ლადო ჩაჩიბაია
მთავრობა მოხალისეებს უკრაინაში ვერ გაგზავნის, არსებობს სხვა გზები: ლადო ჩაჩიბაია
Sputnik საქართველო
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ 60-მდე ადამიანმა, რომლებსაც უკრაინაში მოხალისედ გამგზავრება სურდათ, საქართველოს დატოვება ვერ შეძლო.
2022-03-02T19:55+0400
2022-03-02T19:55+0400
2022-03-02T23:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23515/50/235155056_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_a22c08e21a6eeb9630e353c03c25df98.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ ოფიციალური ხელისუფლება მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს.გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებისთვის ხელის შეშლის და „სანქციებთან დაკავშირებით არამორალური პოზიციის გამო“, საქართველოდან „კონსულტაციებისთვის“ უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია.მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით არის ნაკარნახევი.ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ 60-მდე ადამიანმა, რომლებსაც უკრაინაში მოხალისედ გამგზავრება სურდათ, საქართველოს დატოვება ვერ შეძლო. მათ საქართველოს ხელისუფლება ხელის შეშლაში დაადანაშაულეს.მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს. მისი თქმით, სანქციები უფრო საქართველოს დააზარალებს.როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველომ უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23515/50/235155056_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_0decb4fe74d60e13f546edf1662c91d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მთავრობა მოხალისეები უკრაინა გაგზავნა გზები ლადო ჩაჩიბაია
მთავრობა მოხალისეები უკრაინა გაგზავნა გზები ლადო ჩაჩიბაია
მთავრობა მოხალისეებს უკრაინაში ვერ გაგზავნის, არსებობს სხვა გზები: ლადო ჩაჩიბაია
19:55 02.03.2022 (განახლებულია: 23:26 02.03.2022) ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ 60-მდე ადამიანმა, რომლებსაც უკრაინაში მოხალისედ გამგზავრება სურდათ, საქართველოს დატოვება ვერ შეძლო.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ ოფიციალური ხელისუფლება მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებისთვის ხელის შეშლის და „სანქციებთან დაკავშირებით არამორალური პოზიციის გამო“, საქართველოდან „კონსულტაციებისთვის“ უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია.
„მოხალისეების გაგზავნას მთავრობა ვერ გაუკეთებს ორგანიზებას. ეს შეიძლება ჩაითვალოს საომარ მოქმედებებში მონაწილეობად. სახელმწიფო არ უკრძალავს არცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, რომ მიიღოს ამ ომში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა გზები“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით არის ნაკარნახევი.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ 60-მდე ადამიანმა, რომლებსაც უკრაინაში მოხალისედ გამგზავრება სურდათ, საქართველოს დატოვება ვერ შეძლო. მათ საქართველოს ხელისუფლება ხელის შეშლაში დაადანაშაულეს.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს. მისი თქმით, სანქციები უფრო საქართველოს დააზარალებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველომ უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.