Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვერ წარმომიდგენია, სოფოსთან განშორებით უფრო გამყარდეს ჩვენი ოჯახი...“ – მიშა მესხი

© Facebook / Sopo Bediaმიშა მესხი და სოფო ბედია
მიშა მესხი და სოფო ბედია - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2022
გამოწერა
მიშა მესხი ცხრაწლიან ქორწინებასა და სოფო ბედიასთან ურთიერთობაზე საუბრობს.
„თბილსერვისში“ უფროსი მრჩეველი, ყოფილი დეპუტატი მიშა მესხი ამბობს, რომ ხალხს სოფო როგორც მომღერალი უფრო უყვარს, ვიდრე მიშა როგორც პოლიტიკოსი, ხოლო მას ყველაზე მეტად აღიზიანებს ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, მოიყვანენ ან გაჰყვებიან ცნობილ ადამიანს და მერე ამბობენ, მანამდე მასზე არაფერი მსმენოდაო.

„როგორ შეიძლება, აქტიური, ცნობილი, ლამაზი გოგო ვერ შეამჩნიო? არასოდეს დამავიწყდება მისი გაცნობა. მე ვაქტიურობდი, სოფო უფრო პასიური იყო. სხვათა შორის, მამაჩემი იყო სოფოს დიდი გულშემატკივარი და „ჯეოსტარზე“ ყველა მისი გამოსვლა ნანახი მაქვს“, – ამბობს მიშა მესხი.

მისი თქმით, წყვილს გაცნობის დღიდან ერთი წელი არ შეუქმნია ოჯახი, რადგან უნდოდათ, კარგად გაეცნოთ ერთმანეთი, რათა მომავალში მყარი ოჯახი ჰქონოდათ.

„ეს ერთი წელი გამოცდის პერიოდი გავიარეთ და ფაქტი სახეზეა – უკვე ცხრა წელია ერთად ვართ. რასაკვირველია, წავკამათებულვართ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჩვენს ურთიერთობას ბზარი არ გასჩენია. არც იმას ვემხრობი, რომ ამბობენ, წყვილისთვის აუცილებელია პატარ-პატარა განშორებები, დასვენებები და პაუზებიო. ჩემი აზრით, თუ ის ერთი კვირა გაძელი მის გარეშე, ე.ი. მერეც გაძლებ. ვერ წარმომიდგენია, სოფოსთან რამდენიმედღიანი განშორებით უფრო გამყარდეს ჩვენი ოჯახი და სიყვარული“, – ამბობს მიშა მესხი.

ყველა ახალი ამბავი
0