კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა: უწყებამ კონკურსი გამოაცხადა

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტროს შენობა
კულტურის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2022
გამოწერა
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ, ფიზიკურ პირებსა და ინდმეწარმეებს.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“.
ინიციატივის მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების, ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.
უწყების მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი 400 ათას ლარს შეადგენს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, თეატრი, პროფესიული მუსიკა, ანიმაცია, ფოტოგრაფია, ახალი მედია, მედიახელოვნება.
„ვეფხისტყაოსნის ინსტალაციები სხვადასხვა ენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2022
კონკურსში „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება დაიწყო
გასულ წელს კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 40 პროექტი, რომელიც განხორციელდა 57 ლოკაციაზე და რომელშიც ჩართული იყო 418 მონაწილე.
ახალი კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. თითოეულ კონკურსანტს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა შეუძლია.
საკონკურსო განაცხადის მატერიალური სახით მიღება 1-10 მარტის პერიოდში მოხდება მისამართზე: სანაპიროს ქ. N4, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
წყარო: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0