„თუ რამე იყო სასიამოვნო ამ დღეებში, ამ კაცთან ურთიერთობაა“ – ინგა გრიგოლია ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Inga Grigoliaინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2022
გამოწერა
ინგა გრიგოლიამ იმ კაცის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის ირგვლის სოციალურ ქსელებში საუბარი არ წყდება.
ბოლო ერთი კვირაა სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ტელეკომპანია „პირველის" თარჯიმანმა, მისი ლაპარაკის განსაკუთრებულმა მანერამ. ბევრი წერს კომენტარებში და ბევრს აინტერესებს, თუ ვინ არის ეს ადამიანი, ზოგს კი აღიზიანებს მისი საუბრის მანერა.
ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საზოგადოებისთვის ამ საინტერესო პიროვნების ფოტოსურათი და დაწერა, რომ თუ რამე იყო სასიამოვნო ამ დღეებში, ეს არის ამ არაჩვეულებრივ კაცთან ურთიერთობა.
„ლეგენდარული თარჯიმანი, უსაყვარლესი, უმაგრესი. გენიალური კაცი – ივანე მენთეშაშვილი“, – დაწერა ინგა გრიგოლიამ.
ყველა ახალი ამბავი
0