ზემო ლარსი დღეს: საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის ისევ ჩაიკეტა

© photo: Sputnik / Stringerგუდაური-კობის მონაკვეთი
გუდაური-კობის მონაკვეთი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. რუსეთ–საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერების მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0