„უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარია“ – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
მთავრობაში აღნიშნეს, რომ საქართველო ირიბ სამხედრო მონაწილეობასაც კი ვერ მიიღებს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველო აკეთებს მაქსიმუმს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ამიტომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის შესახებ გაუგებარია, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ განაცხადა – რადგან საქართველოს ხელისუფლება „ხელს უშლის ქართველი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში“ და მისი „ამორალური პოზიციის გამო სანქციებთან დაკავშირებით“.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს. მისი თქმით, სანქციები უფრო საქართველოს დააზარალებს.
„გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, აღნიშნა მან.
„ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარი დაუჭირა უკრაინას. ქვეყანამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ, ასევე გაეროს რეზოლუციას.
რუსეთმა უკრაინაში საომარი ოპერაცია 24 თებერვალს, დილით დაიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0