https://sputnik-georgia.com/20220301/ukrainamsaqartvelodan-elchi-gaiwvia-264880262.html
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია
Sputnik საქართველო
საქართველოს გარდა, უკრაინამ კონსულტაციებისთვის ასე გაიწვია ელჩი ყირგიზეთიდან. 01.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-01T15:02+0400
2022-03-01T15:02+0400
2022-03-01T20:57+0400
საქართველო
უკრაინა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს 2020
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250626121_0:313:3073:2041_1920x0_80_0_0_9ec3398896d94a0cdafc4e7f2bfd3279.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია, ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ სპეციალური მიმართვისას განაცხადა.ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს. მისი თქმით, სანქციები ყველაზე მეტად თავად საქართველოს დააზიანებს. ამასთან, თბილისში ყოველდღიურად იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები.როგორც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველომ უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.ამის პარალელურად ხელისუფლებამ გუშინ უფლება არ მისცა უკრაინულ თვითმფრინავს, დაფრენილიყო თბილისის აეროპორტში, სადაც მას ელოდებოდნენ მოხალისეები, რომლებმაც უკრაინის დასახმარებლად სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250626121_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_fe4b9eeb4aadeb1cc484f27a54c0f943.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს 2020
საქართველო, უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს 2020
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია
15:02 01.03.2022 (განახლებულია: 20:57 01.03.2022) საქართველოს გარდა, უკრაინამ კონსულტაციებისთვის ასე გაიწვია ელჩი ყირგიზეთიდან.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია, ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ სპეციალური მიმართვისას განაცხადა.
ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს. მისი თქმით, სანქციები ყველაზე მეტად თავად საქართველოს დააზიანებს. ამასთან, თბილისში ყოველდღიურად იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები.
„ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწვევთ საქართველოს ელჩს იმ მოხალისეებისთვის დაბრკოლებების გამო, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება, მისი არამორალური პოზიციისთვის სანქციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველომ უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.
ამის პარალელურად ხელისუფლებამ გუშინ უფლება არ მისცა უკრაინულ თვითმფრინავს, დაფრენილიყო თბილისის აეროპორტში, სადაც მას ელოდებოდნენ მოხალისეები, რომლებმაც უკრაინის დასახმარებლად სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.