https://sputnik-georgia.com/20220301/saqartvelosi-myofi-ukrainis-moqalaqeebi-tibisisgan-janmrtelobis-dazrvevas-miireben-264892613.html
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები „თიბისისგან“ ჯანმრთელობის უფასო დაზღვევას მიიღებენ
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები „თიბისისგან“ ჯანმრთელობის უფასო დაზღვევას მიიღებენ
Sputnik საქართველო
საქართველო განაგრძობს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას
2022-03-01T20:41+0400
2022-03-01T20:41+0400
2022-03-01T22:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251768358_0:27:1920:1107_1920x0_80_0_0_c674f1a0d2c378bac78487c3cde57af5.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, „თიბისი დაზღვევისგან“ უსასყიდლოდ მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას, ნათქვამია სადაზღვევო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.„თიბისი დაზღვევის“ ცნობით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ამბოლატორიულ მომსახურებას კლინიკა „რეიმანი“ გაუწევს.კერძოდ, კომპანიის ცნობით, სადაზღვევო პოლისი მოიცავს ყველა იმ სერვისს, რომელსაც „თიბისი დაზღვევა“ საქართველოში მყოფ საერთაშორისო ტურისტებს სთავაზობს, რაშიც შედის სრული ამბოლატორიული მომსახურება: სასწრაფო დახმარება, გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია, გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება, გადაუდებელი სტომატოლოგია, COVID-19-თან დაკავშირებული მომსახურება.მთლიანი სადაზღვევო ლიმიტი 50.000 ევროს მოიცავს.დაზღვევის მისაღებად უკრაინის მოქალაქეებმა უნდა შეიყვანონ საჭირო მონაცემები მითითებულ ბმულზე. https://www.products.tbcinsurance.ge/forukrainiansრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.წყარო - სადაზღვევო კომპანია „თიბისი დაზღვევა“
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251768358_183:0:1891:1281_1920x0_80_0_0_18c00d85a20dd78a83bb7a20e18f0ce5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„თიბისის დაზღვევა“ უკრაინა მოქალაქეები საქართველო
„თიბისის დაზღვევა“ უკრაინა მოქალაქეები საქართველო
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები „თიბისისგან“ ჯანმრთელობის უფასო დაზღვევას მიიღებენ
20:41 01.03.2022 (განახლებულია: 22:27 01.03.2022) საქართველო განაგრძობს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, „თიბისი დაზღვევისგან“ უსასყიდლოდ მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას, ნათქვამია სადაზღვევო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თიბისი დაზღვევის“ ცნობით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ამბოლატორიულ მომსახურებას კლინიკა „რეიმანი“ გაუწევს.
„უკრაინაში არსებული მდგომარეობის ფონზე გადავწყვიტეთ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ და ჩვენი რესურსები მოვახმაროთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს. ისინი უფასოდ მიიღებენ ჯანმრთელობის დაზღვევას, რაც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას“, – აცხადებენ „თიბისი დაზღვევაში“.
კერძოდ, კომპანიის ცნობით, სადაზღვევო პოლისი მოიცავს ყველა იმ სერვისს, რომელსაც „თიბისი დაზღვევა“ საქართველოში მყოფ საერთაშორისო ტურისტებს სთავაზობს, რაშიც შედის სრული ამბოლატორიული მომსახურება: სასწრაფო დახმარება, გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია, გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება, გადაუდებელი სტომატოლოგია, COVID-19-თან დაკავშირებული მომსახურება.
მთლიანი სადაზღვევო ლიმიტი 50.000 ევროს მოიცავს.
დაზღვევის მისაღებად უკრაინის მოქალაქეებმა უნდა შეიყვანონ საჭირო მონაცემები მითითებულ ბმულზე. https://www.products.tbcinsurance.ge/forukrainians
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.