Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მაგის მეტი სხვა კაცი ჩემ გვერდით არავინ უნახავთ“ – ვისგან ეგონათ ორსულად ნინო მუმლაძე?

© Facebook / Nino Mumladzeნინო მუმლაძე
ნინო მუმლაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
ნინო მუმლაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „დაორსულდა“.
მსახიობი ნინო მუმლაძე მაყურებელს „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ კარგად ახსოვს. მსახიობი ამბობს, რომ ბევრი აიგივებდა გმირთან და ამის გამო ზოგი ლანძღავდა, ზოგსაც ეცოდებოდა, ჭორიც კი დადიოდა, თითქოს მართლა იყო ორსულად და შვილიც გააჩინა.

„როცა ორსულს ვთამაშობდი, გარე გადაღების დროს ხელოვნური მუცლით მიწევდა აქეთ-იქით ბოდიალი და დაიძრა ჭორი – მართლა ორსულად ყოფილაო. არადა, არც მაშინ და არც ახლა ჩემ გარშემო მამაკაცის ჭაჭანება რომ არ არის, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ისევ ააგორეს ჭორი – ორსულად გაგლოევისგან იქნებაო. აბა, მაგის მეტი სხვა კაცი ჩემ გვერდით არავინ უნახავთ. სხვათა შორის, გიორგის სრულიად თბილისი ურეკავდა და ეკითხებოდა, ნინო მართლა შენგან არის ორსულადო. გაგლო ამაზე იცინოდა, მაგრამ ბოლოს, თეატრალურის პედაგოგმა რომ დაურეკა, იქ გაგიჟდა“, – ამბობს მსახიობი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

ნინო მუმლაძე ამბობს, რომ პოპულარობა სერიალმა „ბიჭები და გოგონები“ მოუტანა, ჭორები კი – „ჩემი ცოლის დაქალებმა.
ყველა ახალი ამბავი
0