კიევი დუბაიდ გადაიქცევა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკში კიევი
 კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
ვალერი მიხაილოვი
კიევმა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან კიდევ სამი დღე გამოიარა – სულ ხუთი. ზოგი სხვა ადგილისგან განსხვავებით, საკმაოდ წყნარად გამოიარა, ძირითად პრობლემებს კი ქალაქსა და მის მცხოვრებთ უქმნიდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებები: ჯერაც არდაწყებული ევაკუაცია (არა მხოლოდ კიევის, არამედ იმ დასახლებული პუნქტების, სადაც მართლაც მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედება), ავტომატების მასობრივი დარიგება, განზრახ თავსმოხვეული დივერსანტომანია, უცნაური გადაწყვეტილებები კომენდანტის საათის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და ა.შ.
პირველი შოკის შემდეგ, რომელიც 24 თებერვალს რუსი მედესანტეების მიერ გოსტომელში აეროდრომის აღებას უკავშირდებოდა, უკვე 26-27 თებერვალს კიეველებს ნელ-ნელა დაუბრუნდა აგრესორის სწრაფი „გადაძლევის“რწმენა.
ამას რამდენიმე გარემოებამ შეუწყო ხელი. პირველ რიგში, მძლავრმა სახელმწიფო პროპაგანდამ.
მეორე – უკრაინის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეცოპერაციების დანაყოფების მუშაობამ, რომლებმაც იმთავითვე დაიწყეს აგრესორის უზარმაზარ დანაკარგებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მის სიმხეცეზე უსასრულო „ფეიკების“ შეთხზვა. კერძოდ ისეთებისა, როგორიცაა უკრაინული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან „ბუკის“ მოხვედრა კიევის მრავალსართულიან სახლზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან ხარკოვის ჩრდილოეთში საცხოვრებელი რაიონის დაცხრილვა და ბევრი სხვა რამ ავტომატურად მიეწერებოდა რუსული არმიის მოქმედებას. რაც ხალხმა მაშინვე დაიჯერა. მესამე, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია კრიტიკული აზროვნების ჩანასახიც კი.
იმაზე, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გოსტომელის აეროპორტი დაიბრუნეს, სახელმწიფო პროპაგანდამ მხოლოდ 25 თებერვალს ორჯერ გამოაცხადა. ამასთან, რუსული ჯარების იქ დარჩენა არავის გაკვირვებია.
სრულიად აბსურდული აღმოჩნდა 13 მესაზღვრესთან დაკავშირებული ეპიზოდი, რომლებიც თითქოსდა ბოლომდე იცავდნენ კუნძულ ზმეინის და „დაიღუპნენ“ რუსული საზღვაო ფლოტის თავდასხმისას. ზელენსკიმ მიმართვაშიც გამოაცხადა მათთვის სიკვდილის შემდგომ უკრაინის გმირის წოდების მინიჭების თაობაზე. გგონიათ, როდესაც „დაღუპული“ მესაზღვრეები (არა 13, არამედ 82 ადამიანი) რუსეთის ფლოტმა დანებებულების სახით წარუდგინა, ვინმე დაინტერესდა, რატომ დამარხა ცოცხლად ზელენსკიმ ადამიანები? არა, ზოგიერთმა კი შესანიშნავი ვერსია გამოიგონა იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინმა ამის თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკი თავიდანვე შეცდომაში შეიყვანა, რამაც აიძულა ეს უკანასკნელი, მცდარი გადაწყვეტილება მიეღო. და ეს ვერსია კიევში საკმაოდ პოპულარული გახდა, მიუხედავად აბსოლუტური აბსურდულობისა.
სხვათა შორის, ტყვეებთან უღირსი მოპყრობა, რომელსაც ვიდეოზე იღებდნენ, სამწუხაროდ, ბევრი მოქალაქისთვის სულიერი სიმტკიცის ამაღლების საფუძველი გახდა, რაც ნებსითა თუ უნებლიეთ დენაციფიკაციის საკითხთან დაბრუნებისკენ გვიბიძგებს.
კიევში იმაზე ალაპარაკდნენ, რომ საჭიროა აგრესორს ბოლომდე მიაწვე (ეს კი უახლოესი მომავლის საქმეა) და უკრაინას არა მხოლოდ მიიღებენ ევროკავშირსა და ნატოში, არამედ ინვესტიციებით აავსებენ. ცოტა მოთმინება და მერე ისეთი ცხოვრება დადგება, როგორიც დუბაიშია.
ყველაზე სახალისოა, რომ სწრაფ ბედნიერებაზე მსჯელობას მოისმენდით სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გრძელ რიგებში.
თუმცა არავითარი საბრძოლო მოქმედება კიევში არ არის, ქალაქის ხელისუფლებამ რატომღაც ჩაკეტა ადამიანები სახლებში 26 თებერვლის 17 საათიდან 28 თებერვლის 8 საათამდე, როდესაც კომენდანტის საათი გამოაცხადა. რიგებიც ამან წარმოქმნა, მიუხედავად იმისა, რომ კიევში მოსახლეობის ორი მესამედიღა დარჩა. დანარჩენი ერთი მესამედი კი ქალაქიდან გავიდა არა კიევის ხელისუფლების წყალობით, არამედ პირიქით - კიევის ხელისუფლებას ევაკუაცია არ გამოუცხადებია. არა მხოლოდ კიევის. როგორც ჩანს, ეს იყო შეგნებული გადაწყვეტილება, მიღებული ცენტრალურ დონეზე, რომელიც მიზნად დაზარალებულთა რაოდენობის გაზრდას ისახავდა.
აღსანიშნავია, რომ პროდუქცია მაღაზიებიდან ჯერ არ გამქრალა, მაგრამ პური და რძე უკვე დეფიციტია, ფასებმა კი მოიმატა. წამლებიც ილევა.
სამაგიეროდ, ხელისუფლება რეგულარულად აცხადებს საჰაერო განგაშს, რომელიც არავითარი „მოფრენით“ არ მთავრდება. იმის მიუხედავად, რომ თავად ქალაქიდან მძიმე არტილერია ჩრდილოეთისკენ უმიზნებს - სწორედ იმ გოსტომელის და მიმდებარე დასახლებული პუნქტების რაიონს, რომლისგანაც, როგორც ჩანს, აღარაფერი დარჩება. ასე რომ, დონეცკისა და გორლოვკის საცხოვრებელ შენობაზე დარტყმა - რაღაც გამონაკლისი არ არის. კიევის გარეუბნებშიც ისვრიან.
კიეველებისთვის ხელისუფლების მიერ თავსმოხვეული დივერსანტომანია გართობის მეთოდად იქცა. ხელისუფლების მიერ დარიგებული ავტომატებით ადამიანები ჯერ კიდევ 25 თებერვალს დაცხრილეს. ამის შემდეგ „დივერსანტებზე“ ნადირობა უფრო პოპულარული გახდა. და დასრულდა კიდევ ერთი დაუსჯელი მკვლელობით. რასაც ხელი შეუწყო ხელისუფლებამ. მაგალითად, ქალაქის მერი კლიჩკო, რომელმაც დივერსანტად შერაცხა ყველა, ვინც კომენდანტის საათის დროს საჭესთან იჯდა, შემდეგ კი ყველა, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში მოძრაობდა. მათი მისამართით სროლის ნებართვა მხოლოდ მან კი არა, სხვა ქალაქების მერებმაც გასცეს. ამ ფონზე „დივერსანტების“ მიერ დატოვებული რაღაც ნიშნების ძებნა, ტელეფონებში გეოლოკაციის გათიშვა, რისი აუცილებლობის შესახებ შსს-მაც განაცხადა, უწყინარი გართობაა.
კიევში რუსეთის ჯარს, რბილად რომ ითქვას, არ ელოდებიან. მცხოვრებთა უმრავლესობას ტვინი კარგად აქვს გამორეცხილი. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც სხვაგვარი დამოკიდებულება შეიძლებოდა ყოფილიყო, ის ჯერ არ ვლინდება. აქ არ არიან დარწმუნებული, რომ ხვალ მათ არ მიატოვებენ. 2014 წელს და შემდეგაც მაიდანის წინააღმდეგ გამოსული ბევრი მოქალაქე არა მხოლოდ იდევნებოდა, არამედ გისოსებს მიღმა ატარებდა წლებს.
დაშინება არ მთავრდება: კუპიანსკის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ წყდება მხოლოდ იმის გამო, რომ მან საქალაქო მეურნეობის ფუნქციონირების საკითხებში რუსულ არმიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. სხვაგვარი ვითარებაა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. მაგრამ არა იმიტომ, რომ იქ პრინციპულად სხვა ადამიანები არიან. არამედ იმიტომ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება მცხოვრებთათვის გახდა აშკარა გარანტია იმისა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ მათ არ დაწვავენ ან ცოცხლად არ დამარხავენ მათი სამოქალაქო პოზიციის გამო. რაიმე სახის გარანტიების გარეშე ადამიანები სხვა რეგიონებში უბრალოდ ვერ გარისკავენ ცხვირის გამოყოფას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0