ვინ არიან და როგორ გამოიყურებიან 12 წლის შემდეგ ირაკლის და მარიკას ტყუპები „შუა ქალაქიდან“

© Facebook / Shua qalaqshiსერიალის „შუა ქალაქში“ მონაწილეები
სერიალის „შუა ქალაქში“ მონაწილეები - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
ალბათ ყველას ახსოვს ირაკლი ჩხეიძეს მოულოდნელად ტყუპი გოგონები რომ შეეძინა. ნახეთ როგორ გამოიყურებიან გოგონები.
ტელეკომპანია „იმედზე“ წლების წინ გადაღებული პოპულარული სერიალის „შუა ქალაქში“ სერიები ამჟამად განმეორებით გადის. ახლა ის დროა, როცა მთავარ გმირებს მოულოდნელად ტყუპები შეეძინათ.
წლების წინ მაყურებლებს ძალიან აინტერესებდათ ვისი შვილები იყვნენ ტყუპი გოგონები, რომელთა გამოჩენამ საკმაოდ გააოცა სერიალის მოყვარულები.
მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები ამ ეპიზოდში სულ სამი თვისანი არიან, ყველას გასაკვირად პროფესიულად პოზიორობდნენ კამერასთან და საკმაოდ მშვიდად ეგუებოდნენ ახალი მშობლების უცნაურ ქცევებს.
ირკვევა, რომ ნუცა და ნატალია ღონიაშვილები მაშინდელი შსს-ს თანამშრომლების მაკა ფერაძის და დავით ღონიაშვილის შვილები არიან. მაკა ფერაძე ამჟამად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსია.
სოციალურ ქსელში იძებნება მაკა ფერაძის „ფეისბუქის“ გვერდი, სადაც ქალს წამოზრდილი გოგონების ფოტოები უდევს. ტყუპებს უფროსი ძმაც ჰყავთ.
„შუა ქალაქში“ ქართული სიტკომის ჟანრის სერიალია მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში, ვაკეში ცხოვრობენ. სერიალი დადგმულია სტუდია „ღამის შოუს“ მიერ.
სერიალი ექვსი წლის განმავლობაში დიდი წარმატებით გადიოდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 23 სექტემბერს, ხოლო ბოლო, მეთექვსმეტე სეზონი 2013 წლის 9 ივლისს დასრულდა.
2011 წლის 3 მარტს გამოვიდა მხატვრული ფილმი „ერთხელ შუა ქალაქში“. „შუა ქალაქში“ განახლდა 2014 წლის 13 ოქტომბერს როგორც „10 წლის შემდეგ“. მისი ჩვენება 2017 წლის მარტში დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0