https://sputnik-georgia.com/20220301/gamofena-fabrikasi-qartvelma-studentebma-tbili-xe-seqmnes-264890605.html
გამოფენა „ფაბრიკაში“: ქართველმა სტუდენტებმა „რბილი ხე“ შექმნეს
გამოფენა „ფაბრიკაში“: ქართველმა სტუდენტებმა „რბილი ხე“ შექმნეს
Sputnik საქართველო
სტუდენტებისთვის მთავარ ინსპირაციას წარმოადგენს ენზო მარის წიგნი Autoprogettazione („დამოუკიდებელი დიზაინი“), რომელიც ხაზს უსვამს მარტივი და პირდაპირი მიდგომის მნიშვნელობას დიზაინის შექმნის პროცესში.
2022-03-01T19:12+0400
2022-03-01T19:12+0400
2022-03-01T22:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264884677_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_b72c5f292ccf6006b08bb68d4f80537d.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა Soft Wood („რბილი ხე“) მიმდინარეობს თბილისის მრავალფუნქციურ ცენტრ „ფაბრიკაში“.ექსპოზიციაზე წარმოდგენილია რაინერ კიბურცის პროდუქტის დიზაინის კურსის ჯგუფი (Product Design Studio). ნამუშევრები სტუდენტებმა ბოლო სემესტრში შექმნეს.Autoprogettazione არის ერთგვარი სახელმძღვანელო ავეჯის კოლექციის დიზაინისთვის, რომლის აწყობაც მხოლოდ ჩაქუჩისა და ლურსმნების დახმარებით შეიძლება“, – ნათქვამია გამოფენის ორგანიზატორების განცხადებაში.აღნიშნულია, რომ სტუდენტები მცირედი ცვლილებებით მიჰყვებოდნენ ენცო მარის მიდგომას და მხოლოდ ორი სხვადასხვა ზომის ხის ნაჭერსა და შეერთების ერთ მეთოდს იყენებდნენ.თითოეულმა მოსწავლემ თავისი სურვილის მიხედვით შეარჩია ავეჯის ესა თუ ის ნაწილი, რომელიც შეესაბამებოდა კონკრეტულ საჭიროებას.პროექტში მონაწილე სტუდენტები არიან ზიზი ადამია, მარიამ გაჩეჩილაძე, ეკა გოგუა, ირინა ლომიძე, მარიამ მესტვირიშვილი, ანანო სულაბერიძე და ელენე ფიჩხაძე. გამოფენა ნინოშვილის 8 ნომერში მდებარე „ფაბრიკაში" იმართება. გამოფენა 3 მარტამდე გასტანს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264884677_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a10af97da474f5984dce39c3ecd4e198.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გამოფენა „ფაბრიკა“ სტუდენტები „რბილი ხე“ soft wood
გამოფენა „ფაბრიკა“ სტუდენტები „რბილი ხე“ soft wood
გამოფენა „ფაბრიკაში“: ქართველმა სტუდენტებმა „რბილი ხე“ შექმნეს
19:12 01.03.2022 (განახლებულია: 22:21 01.03.2022) სტუდენტებისთვის მთავარ ინსპირაციას წარმოადგენს ენზო მარის წიგნი Autoprogettazione („დამოუკიდებელი დიზაინი“), რომელიც ხაზს უსვამს მარტივი და პირდაპირი მიდგომის მნიშვნელობას დიზაინის შექმნის პროცესში.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა Soft Wood („რბილი ხე“) მიმდინარეობს თბილისის მრავალფუნქციურ ცენტრ „ფაბრიკაში“.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია რაინერ კიბურცის პროდუქტის დიზაინის კურსის ჯგუფი (Product Design Studio). ნამუშევრები სტუდენტებმა ბოლო სემესტრში შექმნეს.
სტუდენტებისთვის მთავარ ინსპირაციას წარმოადგენს ენზო მარის წიგნი Autoprogettazione („დამოუკიდებელი დიზაინი“), რომელიც ხაზს უსვამს მარტივი და პირდაპირი მიდგომის მნიშვნელობას დიზაინის შექმნის პროცესში.
Autoprogettazione არის ერთგვარი სახელმძღვანელო ავეჯის კოლექციის დიზაინისთვის, რომლის აწყობაც მხოლოდ ჩაქუჩისა და ლურსმნების დახმარებით შეიძლება“, – ნათქვამია გამოფენის ორგანიზატორების განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ სტუდენტები მცირედი ცვლილებებით მიჰყვებოდნენ ენცო მარის მიდგომას და მხოლოდ ორი სხვადასხვა ზომის ხის ნაჭერსა და შეერთების ერთ მეთოდს იყენებდნენ.
თითოეულმა მოსწავლემ თავისი სურვილის მიხედვით შეარჩია ავეჯის ესა თუ ის ნაწილი, რომელიც შეესაბამებოდა კონკრეტულ საჭიროებას.
პროექტში მონაწილე სტუდენტები არიან ზიზი ადამია, მარიამ გაჩეჩილაძე, ეკა გოგუა, ირინა ლომიძე, მარიამ მესტვირიშვილი, ანანო სულაბერიძე და ელენე ფიჩხაძე. გამოფენა ნინოშვილის 8 ნომერში მდებარე „ფაბრიკაში" იმართება. გამოფენა 3 მარტამდე გასტანს.