https://sputnik-georgia.com/20220301/bacho-axalaia-sapatimros-datovebs-264870234.html
პოლიტიკოსობას არ ვაპირებ: ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა
პოლიტიკოსობას არ ვაპირებ: ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა
Sputnik საქართველო
რა იქნება საპატიმროს დატოვების შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის გეგმები და დაბრუნდება თუ არა ის პოლიტიკაში, ამ მომენტისთვის უცნობია.
2022-03-01T10:20+0400
2022-03-01T10:20+0400
2022-03-01T17:04+0400
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_59:54:1280:741_1920x0_80_0_0_f2476d7bec160f23b314a41f2cdb481c.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.„ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული არ მაქვს სათქმელი, დაღლილი ვარ ძალიან. შემიძლია გითხრათ, რას არ ვაპირებ – პოლიტიკოსობას ნამდვილად არ ვაპირებ, ეგ არ არის ჩემი საქმე. ჩემი ოჯახია ჩემი მიზანი. მე ამ ქვეყანას კეთილსინდისიერად ვემსახურე და სხვა არაფერი მიკეთებია", – განაცხადა ახალაიამ ჟურნალისტებთან საპატიმროს დატოვების შემდეგ.9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც ადრე მისმა მეუღლემ და ადვოკატმა ანი ნადარეიშვილმა განაცხადა, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენის გამოტანის დღიდან დაიწყეს.ბაჩო ახალაია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ თვეში დააპატიმრეს. ექს-მინისტრს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. მათგან გაამართლეს ორ საქმეში – „სამხედროების წამება და არაადამიანური მოპყრობა“ და „სპეცრაზმელების წამება და დამამცირებელი მოპყრობა“. ერთ-ერთ საქმეზე – 2006 წლის „ციხის ბუნტის“ საქმეზე ახალაია პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.2006 წლის „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, რომლის დროსაც სამი პირის ლიკვიდაცია მოხდა, 2014 წელს ახალაიას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს.2018 წელს კი იგი დამნაშავედ ცნეს შპიონაჟში ბრალდებული პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში, რის შედეგადაც თეთრაძე დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181200_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_6989f285e87b7fcecc25475c0d35d0cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ბაჩო ახალაია საპატიმრო გათავისუფლება
საქართველო ბაჩო ახალაია საპატიმრო გათავისუფლება
პოლიტიკოსობას არ ვაპირებ: ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა
10:20 01.03.2022 (განახლებულია: 17:04 01.03.2022) თავდაცვის ყოფილ მინისტრს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე ჰქონდა მისჯილი.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.
„ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული არ მაქვს სათქმელი, დაღლილი ვარ ძალიან. შემიძლია გითხრათ, რას არ ვაპირებ – პოლიტიკოსობას ნამდვილად არ ვაპირებ, ეგ არ არის ჩემი საქმე. ჩემი ოჯახია ჩემი მიზანი. მე ამ ქვეყანას კეთილსინდისიერად ვემსახურე და სხვა არაფერი მიკეთებია", – განაცხადა ახალაიამ ჟურნალისტებთან საპატიმროს დატოვების შემდეგ.
9-წლიანი სასჯელის ვადა ბაჩო ახალაიას გასული წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, თუმცა, როგორც ადრე მისმა მეუღლემ და ადვოკატმა ანი ნადარეიშვილმა განაცხადა, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენის გამოტანის დღიდან დაიწყეს.
ბაჩო ახალაია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ თვეში დააპატიმრეს. ექს-მინისტრს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. მათგან გაამართლეს ორ საქმეში – „სამხედროების წამება და არაადამიანური მოპყრობა“ და „სპეცრაზმელების წამება და დამამცირებელი მოპყრობა“. ერთ-ერთ საქმეზე – 2006 წლის „ციხის ბუნტის“ საქმეზე ახალაია პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.
2006 წლის „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, რომლის დროსაც სამი პირის ლიკვიდაცია მოხდა, 2014 წელს ახალაიას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს.
2018 წელს კი იგი დამნაშავედ ცნეს შპიონაჟში ბრალდებული პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში, რის შედეგადაც თეთრაძე დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.