რას უნდა უფრთხილდეთ, თუ აქტივირებულ ნახშირს სვამთ

CC BY 2.0 / Marco Verch Professional Photographer / Close up of black tabletsაქტივირებული ნახშირი
აქტივირებული ნახშირი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. აქტივირებული ნახშირი დეტოქსიკაციისთვის შესანიშნავ საშუალებად მიიჩნევა, მაგრამ ის ასევე აუფასურებს პროდუქტის კვებით ღირებულებას, იუწყება გამოცემა The Daily Mail-ი ლონდონელ მედიკოსთა ნაშრომზე დაყრდნობით.
სამეცნიერო ნაშრომში ნათქვამია, რომ აქტივირებული ნახშირის დეტოქსიკაციისთვის გამოყენება ახლა ნამდვილი ტრენდია. ამ მეთოდს, ცნობილი სახეების გარდა, ასევე მიმართავენ კულინარიის გურუებიც, რომლებიც აქტივირებულ ნახშირს კრუასანებსა და კოქტეილებში ამატებენ.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დანიშნულებით ნახშირი გამოიყენება მოწამვლისას, შებერილობისას, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ასევე კბილების გათეთრების მიზნით.

გარდა ამისა, ბევრი დიეტოლოგი ირწმუნება, რომ აქტივირებული ნახშირი შხამიანი შენაერთების აბსორბირებას ახდენს კუჭ-ნაწლავის სისტემაში და ბუნებრივი გზით გამოდევნის მათ.

თუმცა მედიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ:

პრეპარატი ასევე ახდენს ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და ანტიოქსიდანტების აბსორბირებასაც და პროდუქტს კვებით ღირებულებას უკარგავს.

გარდა ამისა, მათი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ნახშირი მხოლოდ ორგანიზმში ტოქსინის მოხვედრიდან მოკლე ხანში იწყებს „მუშაობას“ და ასევე აფერხებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას, იწვევს ღებინებასა და შეკრულობასაც კი.
ყველა ახალი ამბავი
0