ხანძარი სპორტის სასახლეში: ცეცხლს 20 სახანძრო ბრიგადა აქრობდა – ვიდეო

გამოწერა
ხანძარი სპორტის სასახლის ახალ შენობაში დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე გაჩნდა. მეხანძრეები მას ორ საათზე მეტხანს ებრძოდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაოდა მეხანძრე-მაშველების 20 ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში მყოფმა ყველა ადამიანმა დროულად დატოვა ტერიტორია.
სპორტის სასახლე ევროპული სტანდარტებით შენდება და მისი მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. სპორტის სასახლემ 2022 წლის სექტემბერში უნდა უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში. სპორტკომპლექსის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დახმარებით ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0