https://sputnik-georgia.com/20220228/tina-kandelaks-4-milionamde-shemosavali-aqvs-259449445.html
ახალი თანამდებობა და წელიწადში 4 მილიონამდე შემოსავალი – თინა კანდელაკის ზღაპრული ცხოვრება
ახალი თანამდებობა და წელიწადში 4 მილიონამდე შემოსავალი – თინა კანდელაკის ზღაპრული ცხოვრება
Sputnik საქართველო
თინა კანდელაკის ქონება წლიდან წლამდე იზრდება. ძლიერი ქალი კარიერულ წინსვლას განაგრძობს. 28.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-28T17:31+0400
2022-02-28T17:31+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23377/44/233774451_0:0:1700:957_1920x0_80_0_0_7b538f8b4bf0c07f33b5468931bd0edd.jpg
გასული წლის სექტემბერში რუსეთში მომუშავე წარმოშობით ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი „გაზპრომ-მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.როგორც „გაზპრომ-მედიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, კანდელაკი კვლავ არის პასუხისმგებელი ГПМ Матч ქვეჰოლდინგის განვითარებაზე და ასევე აკონტროლებს გასართობი ტელეარხების საქმიანობას (ТНТ, ТВ-3, Пятница! და ა.შ.). ამასთან, პასუხისმგებელია საინფორმაციო სააგენტო Матч-ის გაშვებასა და განვითარებაზე.46 წლის თინა კანდელაკი სხვადასხვა დროს იყო წამყვანი და პროდიუსერი წამყვან რუსულ მედიაორგანიზაციებში: მიჰყავდა ტოქშოუ „დეტალები“ ტელეარხ СТС-ზე; „არარეალური პოლიტიკა“ НТВ-სა და РЕН ТВ-ზე; იყო საკომუნიკაციო სააგენტო Апостол-ის თანამფლობელი და ფედერალური არხი Матч ТВ-ს გენერალური პროდიუსერი.სახელმწიფო კორპორაცია Ростех-ის თანამშრომლების ქონებისა და შემოსავლების დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს თინა კანდელაკმა 258,55 მლნ რუბლი (3,533 მლნ დოლარი) გამოიმუშავა. კანდელაკი Ростех-ის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორ ვასილი ბროვკოს მეუღლეა და სწორედ მის ქონებრივ დეკლარაციაში იყო მითითებული თინა კანდელაკის შემოსავლებიც.კანდელაკის შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, 100 მლნ რუბლით (1.369.386 დოლარით) გაიზარდა. 2019 წელს თინა კანდელაკის დეკლარირებული შემოსავალი 158,99 მლნ რუბლს (2.163.634 დოლარს) შეადგენდა. გასულ წელს მის საკუთრებაში 72,2 კვ.მ ფართობის ახალი უძრავი ქონება გაჩნდა, რაც შენობა-ნაგებობის გრაფაშია მითითებული. მის საკუთრებაშია 312,8 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა, 18,1 და 17,2 კვ.მ ორი ავტოფარეხი. ის ასევე ფლობს Ducati Monster 797 ბრენდის მოტოციკლს.Forbes-სთან საუბრისას თინა კანდელაკი განმარტავდა, რომ მისი შემოსავლები ძირითადად შედგებოდა Матч ТВ-ს ხელფასისგან, დივიდენდებისგან, რომელსაც ბრენდ Ansaligy-ს და Школа Красоты-ს კოსმეტიკურ ბიზნესში მონაწილეობით იღებს, აგრეთვე სოციალური ქსელების სარეკლამო კამპანიებისგან და ფასიანი ქაღალდებისგან.დეკლარაციის თანახმად, თინა კანდელაკისა და მისი მეუღლის მთლიანი უძრავი ქონება რუსეთში მდებარეობს. მისი საყვარელი მამაკაცი მასზე 11 წლით უმცროსია. თინას ჰყავს ორი განსაკუთრებული გარეგნობის შვილი - მელანია და ლეო პირველი ქორწინებიდან მხატვარ და ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინთან.რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სკანდალებით გამოირჩევა. თინა კანდელაკი მოსკოვში 1995 წელს გაემგზავრა და მუშაობა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობთან სტანისლავ სადალსკისთან რადიოში დაიწყო. კანდელაკის სირთულეებითა და გამოწვევებით აღსავსე ცხოვრება ამბიციების პარალელურად მიედინება. მებრძოლი სულისკვეთების მქონე ჟურნალისტს დიდი გამოცდილება აქვს მედიასფეროში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23377/44/233774451_189:0:1700:1133_1920x0_80_0_0_8139f7455a0038920519fc881effab33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თინა კანდელაკი ახალი თანამდებობა შემოსავალი 4 მილიონი
თინა კანდელაკი ახალი თანამდებობა შემოსავალი 4 მილიონი
ახალი თანამდებობა და წელიწადში 4 მილიონამდე შემოსავალი – თინა კანდელაკის ზღაპრული ცხოვრება
17:31 28.02.2022 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) თინა კანდელაკის ქონება წლიდან წლამდე იზრდება. ძლიერი ქალი კარიერულ წინსვლას განაგრძობს.
გასული წლის სექტემბერში რუსეთში მომუშავე წარმოშობით ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი „გაზპრომ-მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.
როგორც „გაზპრომ-მედიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, კანდელაკი კვლავ არის პასუხისმგებელი ГПМ Матч ქვეჰოლდინგის განვითარებაზე და ასევე აკონტროლებს გასართობი ტელეარხების საქმიანობას (ТНТ, ТВ-3, Пятница! და ა.შ.). ამასთან, პასუხისმგებელია საინფორმაციო სააგენტო Матч-ის გაშვებასა და განვითარებაზე.
46 წლის თინა კანდელაკი სხვადასხვა დროს იყო წამყვანი და პროდიუსერი წამყვან რუსულ მედიაორგანიზაციებში: მიჰყავდა ტოქშოუ „დეტალები“ ტელეარხ СТС-ზე; „არარეალური პოლიტიკა“ НТВ-სა და РЕН ТВ-ზე; იყო საკომუნიკაციო სააგენტო Апостол-ის თანამფლობელი და ფედერალური არხი Матч ТВ-ს გენერალური პროდიუსერი.
სახელმწიფო კორპორაცია Ростех-ის თანამშრომლების ქონებისა და შემოსავლების დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს თინა კანდელაკმა 258,55 მლნ რუბლი (3,533 მლნ დოლარი) გამოიმუშავა. კანდელაკი Ростех-ის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორ ვასილი ბროვკოს მეუღლეა და სწორედ მის ქონებრივ დეკლარაციაში იყო მითითებული თინა კანდელაკის შემოსავლებიც.
კანდელაკის შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, 100 მლნ რუბლით (1.369.386 დოლარით) გაიზარდა. 2019 წელს თინა კანდელაკის დეკლარირებული შემოსავალი 158,99 მლნ რუბლს (2.163.634 დოლარს) შეადგენდა. გასულ წელს მის საკუთრებაში 72,2 კვ.მ ფართობის ახალი უძრავი ქონება გაჩნდა, რაც შენობა-ნაგებობის გრაფაშია მითითებული. მის საკუთრებაშია 312,8 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა, 18,1 და 17,2 კვ.მ ორი ავტოფარეხი. ის ასევე ფლობს Ducati Monster 797 ბრენდის მოტოციკლს.
Forbes-სთან საუბრისას თინა კანდელაკი განმარტავდა, რომ მისი შემოსავლები ძირითადად შედგებოდა Матч ТВ-ს ხელფასისგან, დივიდენდებისგან, რომელსაც ბრენდ Ansaligy-ს და Школа Красоты-ს კოსმეტიკურ ბიზნესში მონაწილეობით იღებს, აგრეთვე სოციალური ქსელების სარეკლამო კამპანიებისგან და ფასიანი ქაღალდებისგან.
„2019 და 2020 წლების შემოსავლებს შორის არსებითი სხვაობა ფასიანი ქაღალდებისგან მიღებული დიდი შემოსავლით არის განპირობებული“, – აცხადებდა ტელეწამყვანი.
დეკლარაციის თანახმად, თინა კანდელაკისა და მისი მეუღლის მთლიანი უძრავი ქონება რუსეთში მდებარეობს. მისი საყვარელი მამაკაცი მასზე 11 წლით უმცროსია. თინას ჰყავს ორი განსაკუთრებული გარეგნობის შვილი - მელანია და ლეო პირველი ქორწინებიდან მხატვარ და ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინთან.
რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სკანდალებით გამოირჩევა. თინა კანდელაკი მოსკოვში 1995 წელს გაემგზავრა და მუშაობა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობთან სტანისლავ სადალსკისთან რადიოში დაიწყო. კანდელაკის სირთულეებითა და გამოწვევებით აღსავსე ცხოვრება ამბიციების პარალელურად მიედინება. მებრძოლი სულისკვეთების მქონე ჟურნალისტს დიდი გამოცდილება აქვს მედიასფეროში.