https://sputnik-georgia.com/20220228/saqartvelos-mtavroba-fermerebistvis-daxmarebas-zrdis-264864236.html
საქართველოს ხელისუფლება ფერმერებისთვის დახმარებას ზრდის
საქართველოს ხელისუფლება ფერმერებისთვის დახმარებას ზრდის
Sputnik საქართველო
ახალი ტექნიკის შეძენა 1 მარტიდან იქნება შესაძლებელი და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ღირებულების 30%-ს დააფინანსებს
2022-02-28T23:13+0400
2022-02-28T23:13+0400
2022-02-28T23:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23033/94/230339458_9:152:967:691_1920x0_80_0_0_e840b1cd39212e034176c3d378519bbe.jpg
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე ფერმერებს ფინანსური დახმარება გაუზარდა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება და სახელმწიფოს დაფინანსებით ტექნიკის შესყიდვას ითვალისწინებს.ამასთან მან აღნიშნა, რომ მეორადი კომბაინების შესყიდვა 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და შესყიდვისას თანადაფინანსება შეადგენს არაუმეტეს 60%-ს (120 ათასი ლარი).ხოლო მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი ახალი ტექნიკის შეძენა წელს 1 მარტიდან არის შესაძლებელი და ამ შემთხვევაში სახელმწიფო დააფინანსებს ღირებულების 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 ათას ლარს, ხოლო სხვა ტიპის მოსავლის ამღები (გარდა ყურძნისა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში - არაუმეტეს 50%-ს (150 ათასი ლარი).ამ შემთხვევაში ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე და ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.მთავრობის გადაწყვეტილებამდე ფერმერებს მხოლოდ ახალი ტექნიკის შეძენა შეეძლოთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23033/94/230339458_82:126:912:748_1920x0_80_0_0_dac9597edf4a591fd0a96d594f7e8145.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ხელისუფლება ფერმერები დახმარება ზრდა
საქართველო ხელისუფლება ფერმერები დახმარება ზრდა
საქართველოს ხელისუფლება ფერმერებისთვის დახმარებას ზრდის
ახალი ტექნიკის შეძენა 1 მარტიდან იქნება შესაძლებელი და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ღირებულების 30%-ს დააფინანსებს
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე ფერმერებს ფინანსური დახმარება გაუზარდა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება და სახელმწიფოს დაფინანსებით ტექნიკის შესყიდვას ითვალისწინებს.
„სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, მოსავლის ამღები ახალი და მეორადი ტექნიკის თანადაფინანსებით შესყიდვა თანაბრად შესაძლებელია“, - განაცხადა შამუგიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მეორადი კომბაინების შესყიდვა 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და შესყიდვისას თანადაფინანსება შეადგენს არაუმეტეს 60%-ს (120 ათასი ლარი).
ხოლო მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი ახალი ტექნიკის შეძენა წელს 1 მარტიდან არის შესაძლებელი და ამ შემთხვევაში სახელმწიფო დააფინანსებს ღირებულების 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 ათას ლარს, ხოლო სხვა ტიპის მოსავლის ამღები (გარდა ყურძნისა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში - არაუმეტეს 50%-ს (150 ათასი ლარი).
ამ შემთხვევაში ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე და ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
მთავრობის გადაწყვეტილებამდე ფერმერებს მხოლოდ ახალი ტექნიკის შეძენა შეეძლოთ.