სანქციები რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება – დავითაშვილი

© photo: Sputnik / Stringerლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკის აღდგენის ალტერნატიულ გეგმებს ამუშავებს.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება, განაცხადა ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დასავლეთმა სანქციების გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სპეციალური საომარი ოპერაციის შესახებ გამოაცხადა.

„სამწუხარო პროცესები, რაც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში, პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ამიტომ ცალსახაა, რომ მოგვიწევს გარკვეული კორექტივები ჩვენს პოლიტიკაში იმისთვის, რომ აღდგენის ტენდენცია შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად მცირე ეკონომიკური დანაკარგებით გამოვიყვანოთ ქვეყანა 2022 წელს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა სიტუაციის პროგნოზირება რთულია.
გეგმები არსებობს, არსებობს ვერსიები. ამ ვერსიების სხვადასხვა მიმართულებებს გამოვიყენებთ იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები. ასევე ძალიან მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან, მათ შორის სავალუტო ფონდთან იმისთვის, რომ გვქონდეს ალტერნატიული გეგმები პრობლემების და გამოწვევების საპასუხოდ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა ახალი ანტირუსული სანქციების ამოქმედების შესახებ გააკეთეს განცხადება. „შავ სიაში“ რამდენიმე მსხვილი ბანკი, მათ შორის Sberbank და VTB მოხვდა. ამასთან, იგეგმება რუსეთის ზოგი ბანკის SWIFT-დან გათიშვა.
ყველა ახალი ამბავი
0