ღარიბაშვილი: იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 18% შეადგინა

© photo: Sputnikთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა უნდა შეინარჩუნოს ქვეყნის განვითარების ტემპი, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ხელისუფლებამ ეს ტემპი უნდა შეინარჩუნოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.

„იანვრის თვეში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. წელი დავიწყეთ ძალიან კარგად, ძალიან ძლიერად. ამ ტრენდს, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

2021 წელს ეკონომიკის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,6% შეადგინა. ამასთან, იანვარში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 13,9% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში.
წყარო - საქართველოს მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0