https://sputnik-georgia.com/20220228/natos-samxedro-daxmareba-kievis-rejims-264863165.html
ნატოს სამხედრო დახმარება კიევის რეჟიმს
ნატოს სამხედრო დახმარება კიევის რეჟიმს
Sputnik საქართველო
ნატოსა და ევროკავშირის მცდელობები კიევის რეჟიმის ბოლომდე შეიარაღებაზე ასახავს შეერთებული შტატების განზრახვას, უბიძგოს ევროპას ევროპას უკრაინაში გაჭიანურებული... 28.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-28T22:11+0400
2022-02-28T22:11+0400
2022-03-01T00:05+0400
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264863136_290:474:3088:2048_1920x0_80_0_0_b580c7d5cd6be2a499ddb41ae063fe5f.jpg
ნატოსა და ევროკავშირის მცდელობები კიევის რეჟიმის ბოლომდე შეიარაღებაზე ასახავს შეერთებული შტატების განზრახვას, უბიძგოს ევროპას ევროპას უკრაინაში გაჭიანურებული საომარი მოქმედებებისკენ და იმავდროულად გვერდზე გადგეს რუსეთის შესაძლო ბირთვული პასუხისგან. უკრაინის ავღანიზაციის ამერიკული გეგმა აშკარად დამარცხებულია, პროექტ „ანტირუსეთის“ საკონტროლო ცენტრი შეერთებულ შტატებში მდებარეობს, რუსეთის ფედერაციის ბირთვული ტრიადის სტრატეგიული მიზნები დიდი ხანია განსაზღვრულია, ომი პირდაპირ ვაშინგტონის კართან აკაკუნებს.რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე მეოთხე დღეა, მეთოდურად „ფქვავენ“ კიევის რეჟიმის სამხედრო ინფრასტრუქტურას და ნატოს სამხედრო პოტენციალს უკრაინის ტერიტორიაზე: განადგურებულია 1100-ზე მეტი ობიექტი (https://t.me/sputniklive/31916), მათ შორის, ძირითადი არსენალები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ძირითადი კვანძები, საბრძოლო ავიაცია და აეროდრომები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, 200-ზე მეტი ტანკი, თითქმის მთელი საკატარღო „ფლოტი“ და აშშ-ის სამხედრო ბაზა ოჩაკოვში.რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები და არმიის ავიაცია მთელი უკრაინის თავზე ბატონობს. დიდ ქალაქები, კიევის ჩათვლით, ალყაშია ან ბლოკირებულია. შეიარაღებული წინააღმდეგობა კეროვანი ხასიათისაა, უკრაინის არმიის საბრძოლო მასალების, საწვავისა და სურსათის მარაგები იწურება. არმია დემორალიზებულია, ნებდებიან მთელი პოლკები ან გარბიან პოზიციებიდან (https://ria.ru/20220228/donbass-1775390025.html) – არავის სურს აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის სიკვდილი.მეორე მხრივ, რუსეთის სპეციალურ ოპერაციაში მხოლოდ პროფესიონალი მეკონტრაქტეები მსახურობენ (https://ria.ru/20220228/spetsoperatsiya-1775595541.html), ეს კი ხარისხისა და ეფექტურობის გარანტიაა. დონეცკისა და ლუგანსკის ძალები შეტევებს ავითარებენ, სულ უფრო მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ დონბასში და ამაში ნაალაფარი „ჯაველინები“ ეხმარებათ (https://ria.ru/20220225/trofei-1775160001.html).უკრაინის არმიისთვის პირველ ქვაბად მარიუპოლი იქცა (https://t.me/sputniklive/31993), სარქველი დახურულია, შედეგი განსაზღვრული. უკრაინის გენშტაბმა ქვეყნის ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ 1 მარტისთვის უკრაინის არმიის დაჯგუფება დონბასში სრულად იქნება ალყაშემორტყმული, სამ ქვაბად დაყოფილი და განადგურებული.გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალები მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებს, იყენებს აკრძალულ ფოსფოროვან საბრძოლო მასალებს( https://ria.ru/20220227/vsu-1775396408.html ), მიტოვებული ქალაქების ქუჩებში (კონკრეტულად ხარკოვში) ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს ფანტავს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის იარაღის კრიმინალური (უკონტროლო) დარიგების შემდეგ კიევში ტყვიამფრქვევებით მძარცველთა და ნაციონალისტების ბანდები მძვინვარებენ ( https://t.me/sputniklive/31944 ).უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაათავისუფლა საბრძოლო გამოცდილების მქონე პატიმრები ( https://t.me/sputniklive/31939 ) და ეს ადამიანები ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობას არ ესვრიან.„პარტნიორების“ ანტირუსული ისტერია აღმაშფოთებელია, მაგრამ რეალურად დასავლეთს არაფერი აქვს უკრაინის რუსული დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების მკაცრად აღკვეთისთვის დასაპირისპირებელი. Drang nach Osten-ის ევროპელი მხარდამჭერებისთვის და კიევის რეჟიმისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერაცია ალტერნატივის გარეშე ვითარდება. ამავდროულად, ბელორუსია მზად არის დაიწყოს უკრაინის დემილიტარიზაციის ოპერაცია, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიიდან რამდენიმე რაკეტის გაშვებაზე ილაპარაკა.ნატოს იარაღიშეერთებული შტატები და მისი ზოგიერთი მოკავშირე აპირებენ კიევის რეჟიმს იარაღით დაეხმარონ, ანუ ომის ცეცხლს შეშა მიამატონ — რათა უკრაინა ავღანეთად გადააქციონ, ხოლო ევროპა მრავალი წლით ჩააგდონ ქაოსში. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა 26 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინის „დაუყოვნებელი სამხედრო დახმარება“ დაავალა 600 მილიონი დოლარის ოდენობით. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 27 თებერვალს განაცხადა ( https://ria.ru/20220227/nato-1775405782.html ), რომ ალიანსი ზრდის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინაღმდეგო სისტემებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას კიევისთვის. აქ დასავლეთის „სირიული“ ტაქტიკა გამოსჭვივის. და, რა თქმა უნდა, ასეთი მიწოდებები (სატრანსპორტო საშუალებები, მაგისტრალები, საწყობები) ახალი სამიზნე ხდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ზეზუსტი სარაკეტო დარტყმებისთვის.ევროპული დიპლომატიის თავი ჟოზეპ ბორელი უპასუხისმგებლოდ ალაპარაკდა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე. სამხედრო დახმარების პარტია პოლონეთიდან 26 თებერვალს შევიდა უკრაინაში. ჩეხეთის მთავრობამ კიევისთვის 7,6 მლნ ევროს იარაღის გადაცემა გადაწყვიტა — ეს 30 ათასი პისტოლეტი, 7 ათასი ავტომატი, 3 ათასი ტყვიამფრქვევი და დაახლოებით ერთი მილიონი ვაზნაა. ბელგია უკრაინის არმიას 2 ათას ტყვიამფრქვევს უგზავნის.გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 26 თებერვალს ნიდერლანდს უფლება მისცა, უკრაინისთვის 400 რეაქტიული ყუმბარმტყორცნი Panzerfaust-ი გადაეცა. ნიდერლანდმა კიდევ 200 გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Stinger-ის მიწოდების პირობა დადო (https://ria.ru/20220226/stinger-1775240232.html).დანია აპირებს უკრაინაში 2000 ჯავშანჟილეტისა და 700 პირველადი დახმარების კომპლექტის გაგზავნას. "მშვიდობის მტრედი", საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სამხედრო აღჭურვილობას და ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით. ესტონეთი Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და საზენიტო საბრძოლო მასალებს გაუგზავნის, ლიტვა - 1,8 მილიონი ევროს ღირებულების თავდაცვის პაკეტს. იმავდროულად, უნგრეთმა განაცხადა, რომ კიევს იარაღს არ მიაწვდის. გერმანია ასევე არ აწვდის იარაღს პირდაპირ.ამერიკელი კონგრესმენები უკრაინის დახმარების ოდენობას $350-დან $6,4 მილიარდამდე ფარგლებში განიხილავენ, მაგრამ იარაღის მთები და დიდი სამხედრო ბიუჯეტი არ იძლევა გამარჯვების გარანტიას. უცხოელი სამხედრო სპეციალისტები არასანდო ინსტრუმენტია. ვაშინგტონს არ გამოუვა სხვისი ხელებით უსაფრთხოდ ბრძოლა.უცხოური ლეგიონიზელენსკიმ „ინტერნაციონალური თავდაცვის ლეგიონის" ფორმირება გამოაცხადა, რომელშიც უცხოელ დაქირავებულებსა და ნეონაცისტებს მიიზიდავენ ამერიკული ფულით. დანიამ უკვე მისცა თავის „მოხალისეებს“ უკრაინაში ბრძოლის უფლება. „ინტერნაციონალისტების“ საფარქვეშ ნატოს ჯარებს ლვოვში შეუძლიათ კონცენტრირება.ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში ვითარება საბოლოოდ შეიძლება რუსეთსა და ალიანსს შორის სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს ( https://ria.ru/20220227/britaniya-1775358196.html ). Politico იტყობინება, რომ პენტაგონი აპირებს შექმნას "უკრაინული" საკომუნიკაციო არხი რუსეთთან, "სირიულის" მსგავსად ( https://t.me/sputniklive/31921 ). რას უნდა ნიშნავდეს ეს პარალელი მრავალწლიან და მრავალმხრივ შეიარაღებულ კონფლიქტთან?შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში მოსკოვმა წინადადებები წარუდგინა ვაშინგტონსა და ბრიუსელს ევროპასა და მსოფლიოში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. რიგგარეშე სამიტზე დასავლელმა „პარტნიორებმა“ რუსების "შეშფოთებას" დასცინეს. რუსეთმა ისინი ეროვნული უსაფრთხოების სამხედრო-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ გააფრთხილა, საპასუხოდ ახალი სანქციების დაპირებები წამოვიდა.და მაშინ რუსეთმა სამხედრო-ტექნიკური ინსტრუმენტები აამუშავა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა და საშუალებებმა საომარი მოქმედებები კი არ დაიწყეს უკრაინაში, არამედ ომის რვაწლიან პერიოდს ამთავრებენ, რომელშიც 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ასობით ბავშვი ( https:// t.me/sputniklive/31993 ). ამავდროულად მთავრდება ნატოს მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო, უგუნური გაფართოება აღმოსავლეთისკენ. ეს რუსეთის წითელი ხაზია ევროპაში — „1941 წლის 22 ივნისი“ აღარ გამეორდება.27 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების უზენაესმა მთავარსარდალმა ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება ( https://t.me/rian_ru/149328 ), შეერთებული შტატებისა და ნატოს მხრიდან მზარდი სამხედრო საფრთხეების ფონზე, რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის თაობაზე. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ბრძანების შესრულების შესახებ 28 თებერვალს მოახსენა ( https://t.me/sputniklive/31967 ).„პარტნიორებისთვის“ ეს ნიშნავს, რომ რუსეთი შემდგომ ესკალაციას ბირთვული დარტყმით უპასუხებს. საზღვარგარეთაც და ევროპაშიც ძალიან სწრაფად გამოეხმაურნენ - თეთრმა სახლმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აშშ და ნატო რუსეთს არ ემუქრებიან. აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რომ პენტაგონი უკრაინის თავზე არ იმოქმედებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მოუწოდა რუსეთს, უარი თქვას შემაკავებელი ძალების საბრძოლო მოვალეობის სპეციალურ რეჟიმში გადაყვანაზე. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას სერიოზული საფრთხე უწოდა. ნატო განიხილავს, როგორ ირეაგიროს ისე, რომ ესკალაცია არ გაიზარდოს ( https://ria.ru/20220227/germaniya-1775431708.html ).ერიკ ზემურმა, საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო კონკურენტმა, წამოაყენა წინადადება, შესრულდეს მოსკოვის მთავარი მოთხოვნა: „საფრანგეთმა უნდა დაიწყოს სასწრაფო მოლაპარაკებები დასავლელ პარტნიორებთან და რუსეთთან შეთანხმების დასადებად, რომელიც ბოლოს მოუღებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას“.რვაწლიანი მოლაპარაკების შედეგების მიუხედავად, მომავალში კიევისთვის შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების კაპიტულაცია და სახელმწიფო ორიენტირების შეცვლა: ნატოს კურსის კონსტიტუციური უარყოფა, რადიკალური მოძრაობებისა და პარტიების დაშლა, რუსეთის ყირიმისა და დონბასის რესპუბლიკების აღიარება, უკრაინის რეგიონების ფედერალური სტატუსი, რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენის რანგში.თუ გომელის ოლქში დღევანდელი მოლაპარაკებების ეტაპი კონკრეტულ შედეგებს არ მოიტანს, რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია გაგრძელდება.რაც შეეხება აშშ-სა და ევროკავშირის სანქციებს, მსოფლიოს ბევრმა ნაკლებად ძლიერმა ქვეყანამ გაუძლო ამ რყევას. გაითვალისწინეთ, რომ ევროპელები უკვე გააფრთხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მაღალი ფასის შესახებ, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური დაპირისპირების მწვავე ფაზის დასაწყისია. ციმბირის ნახშირწყალბადების გარეშე ევროკავშირი ძალიან სწრაფად აღმოჩნდება გასული საუკუნის შუა ხანებში.რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264863136_964:455:3088:2048_1920x0_80_0_0_1436a025e761c24360ba2f05952ca227.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
მოსაზრება
ნატოსა და ევროკავშირის მცდელობები კიევის რეჟიმის ბოლომდე შეიარაღებაზე ასახავს შეერთებული შტატების განზრახვას, უბიძგოს ევროპას ევროპას უკრაინაში გაჭიანურებული საომარი მოქმედებებისკენ და იმავდროულად გვერდზე გადგეს რუსეთის შესაძლო ბირთვული პასუხისგან. უკრაინის ავღანიზაციის ამერიკული გეგმა აშკარად დამარცხებულია, პროექტ „ანტირუსეთის“ საკონტროლო ცენტრი შეერთებულ შტატებში მდებარეობს, რუსეთის ფედერაციის ბირთვული ტრიადის სტრატეგიული მიზნები დიდი ხანია განსაზღვრულია, ომი პირდაპირ ვაშინგტონის კართან აკაკუნებს.
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე მეოთხე დღეა, მეთოდურად „ფქვავენ“ კიევის რეჟიმის სამხედრო ინფრასტრუქტურას და ნატოს სამხედრო პოტენციალს უკრაინის ტერიტორიაზე: განადგურებულია 1100-ზე მეტი ობიექტი (
https://t.me/sputniklive/31916), მათ შორის, ძირითადი არსენალები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ძირითადი კვანძები, საბრძოლო ავიაცია და აეროდრომები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, 200-ზე მეტი ტანკი, თითქმის მთელი საკატარღო „ფლოტი“ და აშშ-ის სამხედრო ბაზა ოჩაკოვში.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები და არმიის ავიაცია მთელი უკრაინის თავზე ბატონობს. დიდ ქალაქები, კიევის ჩათვლით, ალყაშია ან ბლოკირებულია. შეიარაღებული წინააღმდეგობა კეროვანი ხასიათისაა, უკრაინის არმიის საბრძოლო მასალების, საწვავისა და სურსათის მარაგები იწურება. არმია დემორალიზებულია, ნებდებიან მთელი პოლკები ან გარბიან პოზიციებიდან (
https://ria.ru/20220228/donbass-1775390025.html) – არავის სურს აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის სიკვდილი.
მეორე მხრივ, რუსეთის სპეციალურ ოპერაციაში მხოლოდ პროფესიონალი მეკონტრაქტეები მსახურობენ (
https://ria.ru/20220228/spetsoperatsiya-1775595541.html), ეს კი ხარისხისა და ეფექტურობის გარანტიაა. დონეცკისა და ლუგანსკის ძალები შეტევებს ავითარებენ, სულ უფრო მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ დონბასში და ამაში ნაალაფარი „ჯაველინები“ ეხმარებათ (
https://ria.ru/20220225/trofei-1775160001.html).
უკრაინის არმიისთვის პირველ ქვაბად მარიუპოლი იქცა (
https://t.me/sputniklive/31993), სარქველი დახურულია, შედეგი განსაზღვრული. უკრაინის გენშტაბმა ქვეყნის ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ 1 მარტისთვის უკრაინის არმიის დაჯგუფება დონბასში სრულად იქნება ალყაშემორტყმული, სამ ქვაბად დაყოფილი და განადგურებული.
გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალები მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებს, იყენებს აკრძალულ ფოსფოროვან საბრძოლო მასალებს(
https://ria.ru/20220227/vsu-1775396408.html ), მიტოვებული ქალაქების ქუჩებში (კონკრეტულად ხარკოვში) ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს ფანტავს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის იარაღის კრიმინალური (უკონტროლო) დარიგების შემდეგ კიევში ტყვიამფრქვევებით მძარცველთა და ნაციონალისტების ბანდები მძვინვარებენ (
https://t.me/sputniklive/31944 ).
უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაათავისუფლა საბრძოლო გამოცდილების მქონე პატიმრები (
https://t.me/sputniklive/31939 ) და ეს ადამიანები ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობას არ ესვრიან.
„პარტნიორების“ ანტირუსული ისტერია აღმაშფოთებელია, მაგრამ რეალურად დასავლეთს არაფერი აქვს უკრაინის რუსული დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების მკაცრად აღკვეთისთვის დასაპირისპირებელი. Drang nach Osten-ის ევროპელი მხარდამჭერებისთვის და კიევის რეჟიმისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერაცია ალტერნატივის გარეშე ვითარდება. ამავდროულად, ბელორუსია მზად არის დაიწყოს უკრაინის დემილიტარიზაციის ოპერაცია, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიიდან რამდენიმე რაკეტის გაშვებაზე ილაპარაკა.
შეერთებული შტატები და მისი ზოგიერთი მოკავშირე აპირებენ კიევის რეჟიმს იარაღით დაეხმარონ, ანუ ომის ცეცხლს შეშა მიამატონ — რათა უკრაინა ავღანეთად გადააქციონ, ხოლო ევროპა მრავალი წლით ჩააგდონ ქაოსში. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა 26 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინის „დაუყოვნებელი სამხედრო დახმარება“ დაავალა 600 მილიონი დოლარის ოდენობით. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 27 თებერვალს განაცხადა (
https://ria.ru/20220227/nato-1775405782.html ), რომ ალიანსი ზრდის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინაღმდეგო სისტემებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას კიევისთვის. აქ დასავლეთის „სირიული“ ტაქტიკა გამოსჭვივის. და, რა თქმა უნდა, ასეთი მიწოდებები (სატრანსპორტო საშუალებები, მაგისტრალები, საწყობები) ახალი სამიზნე ხდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ზეზუსტი სარაკეტო დარტყმებისთვის.
ევროპული დიპლომატიის თავი ჟოზეპ ბორელი უპასუხისმგებლოდ ალაპარაკდა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე. სამხედრო დახმარების პარტია პოლონეთიდან 26 თებერვალს შევიდა უკრაინაში. ჩეხეთის მთავრობამ კიევისთვის 7,6 მლნ ევროს იარაღის გადაცემა გადაწყვიტა — ეს 30 ათასი პისტოლეტი, 7 ათასი ავტომატი, 3 ათასი ტყვიამფრქვევი და დაახლოებით ერთი მილიონი ვაზნაა. ბელგია უკრაინის არმიას 2 ათას ტყვიამფრქვევს უგზავნის.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 26 თებერვალს ნიდერლანდს უფლება მისცა, უკრაინისთვის 400 რეაქტიული ყუმბარმტყორცნი Panzerfaust-ი გადაეცა. ნიდერლანდმა კიდევ 200 გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Stinger-ის მიწოდების პირობა დადო (
https://ria.ru/20220226/stinger-1775240232.html).
დანია აპირებს უკრაინაში 2000 ჯავშანჟილეტისა და 700 პირველადი დახმარების კომპლექტის გაგზავნას. "მშვიდობის მტრედი", საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სამხედრო აღჭურვილობას და ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით. ესტონეთი Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და საზენიტო საბრძოლო მასალებს გაუგზავნის, ლიტვა - 1,8 მილიონი ევროს ღირებულების თავდაცვის პაკეტს. იმავდროულად, უნგრეთმა განაცხადა, რომ კიევს იარაღს არ მიაწვდის. გერმანია ასევე არ აწვდის იარაღს პირდაპირ.
ამერიკელი კონგრესმენები უკრაინის დახმარების ოდენობას $350-დან $6,4 მილიარდამდე ფარგლებში განიხილავენ, მაგრამ იარაღის მთები და დიდი სამხედრო ბიუჯეტი არ იძლევა გამარჯვების გარანტიას. უცხოელი სამხედრო სპეციალისტები არასანდო ინსტრუმენტია. ვაშინგტონს არ გამოუვა სხვისი ხელებით უსაფრთხოდ ბრძოლა.
ზელენსკიმ „ინტერნაციონალური თავდაცვის ლეგიონის" ფორმირება გამოაცხადა, რომელშიც უცხოელ დაქირავებულებსა და ნეონაცისტებს მიიზიდავენ ამერიკული ფულით. დანიამ უკვე მისცა თავის „მოხალისეებს“ უკრაინაში ბრძოლის უფლება. „ინტერნაციონალისტების“ საფარქვეშ ნატოს ჯარებს ლვოვში შეუძლიათ კონცენტრირება.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში ვითარება საბოლოოდ შეიძლება რუსეთსა და ალიანსს შორის სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს (
https://ria.ru/20220227/britaniya-1775358196.html ). Politico იტყობინება, რომ პენტაგონი აპირებს შექმნას "უკრაინული" საკომუნიკაციო არხი რუსეთთან, "სირიულის" მსგავსად (
https://t.me/sputniklive/31921 ). რას უნდა ნიშნავდეს ეს პარალელი მრავალწლიან და მრავალმხრივ შეიარაღებულ კონფლიქტთან?
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში მოსკოვმა წინადადებები წარუდგინა ვაშინგტონსა და ბრიუსელს ევროპასა და მსოფლიოში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. რიგგარეშე სამიტზე დასავლელმა „პარტნიორებმა“ რუსების "შეშფოთებას" დასცინეს. რუსეთმა ისინი ეროვნული უსაფრთხოების სამხედრო-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ გააფრთხილა, საპასუხოდ ახალი სანქციების დაპირებები წამოვიდა.
და მაშინ რუსეთმა სამხედრო-ტექნიკური ინსტრუმენტები აამუშავა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა და საშუალებებმა საომარი მოქმედებები კი არ დაიწყეს უკრაინაში, არამედ ომის რვაწლიან პერიოდს ამთავრებენ, რომელშიც 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ასობით ბავშვი (
https:// t.me/sputniklive/31993 ). ამავდროულად მთავრდება ნატოს მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო, უგუნური გაფართოება აღმოსავლეთისკენ. ეს რუსეთის წითელი ხაზია ევროპაში — „1941 წლის 22 ივნისი“ აღარ გამეორდება.
27 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების უზენაესმა მთავარსარდალმა ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება (
https://t.me/rian_ru/149328 ), შეერთებული შტატებისა და ნატოს მხრიდან მზარდი სამხედრო საფრთხეების ფონზე, რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის თაობაზე. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ბრძანების შესრულების შესახებ 28 თებერვალს მოახსენა (
https://t.me/sputniklive/31967 ).
„პარტნიორებისთვის“ ეს ნიშნავს, რომ რუსეთი შემდგომ ესკალაციას ბირთვული დარტყმით უპასუხებს. საზღვარგარეთაც და ევროპაშიც ძალიან სწრაფად გამოეხმაურნენ - თეთრმა სახლმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აშშ და ნატო რუსეთს არ ემუქრებიან. აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რომ პენტაგონი უკრაინის თავზე არ იმოქმედებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მოუწოდა რუსეთს, უარი თქვას შემაკავებელი ძალების საბრძოლო მოვალეობის სპეციალურ რეჟიმში გადაყვანაზე. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას სერიოზული საფრთხე უწოდა. ნატო განიხილავს, როგორ ირეაგიროს ისე, რომ ესკალაცია არ გაიზარდოს (
https://ria.ru/20220227/germaniya-1775431708.html ).
ერიკ ზემურმა, საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო კონკურენტმა, წამოაყენა წინადადება, შესრულდეს მოსკოვის მთავარი მოთხოვნა: „საფრანგეთმა უნდა დაიწყოს სასწრაფო მოლაპარაკებები დასავლელ პარტნიორებთან და რუსეთთან შეთანხმების დასადებად, რომელიც ბოლოს მოუღებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას“.
რვაწლიანი მოლაპარაკების შედეგების მიუხედავად, მომავალში კიევისთვის შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების კაპიტულაცია და სახელმწიფო ორიენტირების შეცვლა: ნატოს კურსის კონსტიტუციური უარყოფა, რადიკალური მოძრაობებისა და პარტიების დაშლა, რუსეთის ყირიმისა და დონბასის რესპუბლიკების აღიარება, უკრაინის რეგიონების ფედერალური სტატუსი, რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენის რანგში.
თუ გომელის ოლქში დღევანდელი მოლაპარაკებების ეტაპი კონკრეტულ შედეგებს არ მოიტანს, რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია გაგრძელდება.
რაც შეეხება აშშ-სა და ევროკავშირის სანქციებს, მსოფლიოს ბევრმა ნაკლებად ძლიერმა ქვეყანამ გაუძლო ამ რყევას. გაითვალისწინეთ, რომ ევროპელები უკვე გააფრთხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მაღალი ფასის შესახებ, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური დაპირისპირების მწვავე ფაზის დასაწყისია. ციმბირის ნახშირწყალბადების გარეშე ევროკავშირი ძალიან სწრაფად აღმოჩნდება გასული საუკუნის შუა ხანებში.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე