რაში ეხმარება მაყვალი მამაკაცებს: დადგინდა მეცნიერულად

© Pixabay / pixel2013მაყვალი
მაყვალი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა დაასახელეს კენკრა, რომელიც მამაკაცებს სწრაფად გახდომაში უწყობს ხელს.
სამეცნიერო კვლევის თანახმად, რომელიც ბიოტექნოლოგიური ინფორმაციების ეროვნული ცენტრის (NCBI) საიტზე გამოქვეყნდა, ასეთ გავლენას მაყვალი ახდენს.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ პოლიფენოლ ანთოციანების დიდი რაოდენობის გამო მაყვალი მამაკაცებში აუმჯობესებს ინსულინისადმი მგრძნობელობას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას.
გარდა ამისა, მაყვალი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელი გახდომისთვის. საჭირო ეფექტის მისაღწევად, დიეტოლოგების რჩევით, ყოველდღიურ რაციონს ნახევარი ჭიქა ახალი მაყვალი უნდა დაამატოთ.
მეცნიერებმა ექსპერიმენტული კვლევის სახით ჩაატარეს ცდა, რომელშიც 27 მოხალისე მამაკაცი მონაწილეობდა. სწავლულებმა მათ ყოველდღიურ რაციონში 600 გრამი გაყინული მაყვალი შეიტანეს, რომელიც დღეში ორჯერ უნდა მიეღოთ 300-300 გრამის ოდენობით. ამასთან ცდის მონაწილეები მაღალცხიმიან დიეტაზე (ცხიმები — 40%-ზე მეტი, ნახშირწყლები — 45%, ცილები — 13%) გადაიყვანეს, მენიუდან ამოიღეს წითელი და იისფერი ხილი და ბოსტნეული, ხოლო აქტიური სპორტი სარბენ ბილიკზე დღეში 30-წუთიანი მშვიდი სიარულით შეცვალეს.
მაყვალი და ვარდი ბებიის ხელებში - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
მაყვალი მარგებელია, მაგრამ... დასახელდა სახიფათო უკუჩვენებები
ექსპერიმენტი შვიდი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის დროსაც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინსულინის მგრძნობელობა იზრდებოდა, ხოლო მიღებული ჭარბი ცხიმები ეფექტურად იჟანგებოდა.
მანამდე მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მაყვალი ნებისმიერი ასაკის მამაკაცისთვისაა ძალიან სასარგებლო. ახალგაზრდებში ის აძლიერებს ამტანობასა და სქესობრივ სისტემას, ხოლო ხანდაზმულებში − მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტებისა და ინფარქტების რისკს.
ყველა ახალი ამბავი
0