მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ისლანდიაში რუსეთის საკონსულოს მისამართით მუქარები ისმის – ელჩი

© photo: Sputnik / Aleksey Filippovისლანდიის დროშა
ისლანდიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
საკონსულოს შენობასთან გამართული მიტინგის შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ კარი შეამტვრია და კამერის ჩამოგდება სცადა.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ისლანდიაში რუსეთის საელჩოს თავს დაესხნენ, დიპლომატების მისამართით მუქარები მოდის, განაცხადა რუსეთის ელჩმა რეიკიავიკში მიხაილ ნოსკოვმა.

„არამეგობრული ქმედებები ნამდვილად არის. რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების მომენტიდან ჩვენთან უკვე ორი მიტინგი ჩატარდა... საელჩოს საკონსულო განყოფილების შენობის პირდაპირ. პრინციპში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გარეშე იმართებოდა... თუმცა მიტინგის შემდეგ ერთ-ერთი ფსიქიკური დარღვევის მქონე მოქალაქე დარჩა და... კარი შემოგვიმტვრია... სცადა კამერა ჩამოეგდო“, – განაცხადა ელჩმა ტელეარხი „როსია 24“-ის ეთერში.

მისი სიტყვებით, დამრღვევი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.
„გამუდმებით მოგვდის შეურაცხყოფები და მუქარები საელჩოს ელექტრონულ ფოსტაზე, ტელეფონით რეკავენ, ილანძღებიან“, – დასძინა ელჩმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ განკარგულებას, 24 თებერვალს კი უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელევიზიით მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „ითხოვს ჩვენგან გადამჭრელ და გადაუდებელ ქმედებებს, დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0