დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში მყოფ უკრაინელებს უფასო სერვისს სთავაზობს

© SPUTNIK / DENIS ASLANOVდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში უფასო მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მოქალაქეობის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სოლიდარობის ნიშნად უფასოდ მოემსახურება.
„მზად ვართ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არსებული ყველა სერვისით სრულიად უსასყიდლოდ გავუწიოთ მომსახურება, მათ შორის COVID-19-ის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ყველა სადიაგნოსტიკო ტესტით“, – ნათქვამია ცენტრის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული ინიციატივით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მოქალაქეობის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.
ცენტრის ცნობით, სრული ინფორმაცია ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობით მიეწოდება უკრაინის საელჩოს საქართველოში.
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნებით იმყოფებიან, ასევე ეხმარება საქართველოს მთავრობა. ეკონომიკის სამინისტრომ კერძო სექტორის მხარდაჭერით უკრაინელ ტურისტებს სასტუმროებში უფასოდ განთავსება შესთავაზა.
წყარო - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
ყველა ახალი ამბავი
0