თბილისის მოსახლეობის ნაწილი დროებით უწყლოდ დარჩება: ქუჩების ჩამონათვალი
© photo: Sputnik / Murad Orujovწყლის ონკანი
© photo: Sputnik / Murad Orujov
გამოწერა
GWP-ს ინფორმაციით, წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ SMS-შეტყობინებები აბონენტებს წინასწარ დაეგზავნათ.
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. თბილისში, დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას წყალგამანაწილებელი კომპანია Georgia Water and Power ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, 28 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდ დიღომში, IV მ/რ-ს N25-ე კორპუსის მიმდებარედ, სატუმბო სადგურზე გადაუდებელ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სატუმბო სადგურში გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ, რის გამოც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
28 თებერვალს, 13:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდი დიღმის III, IV მ/რ-ებს, სტრაბონის, ნიკო ბურის, ნესტან დარეჯანის, სტივენსის, რაინეგსის, ჰუბერტის, ზუტნერის, შერმადინის, ხატაეთის, იან ჰომერის, მონპერეს, კასტელის, ტილკეს, მარკო პოლოს, მირიან მეფის, თავდადებულის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
ხოლო 28 თებერვლის, 13:00 საათიდან 29 თებერვლის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდი დიღმის IV მ/რ-ს N 18-21; 25; 29 კორპუსებს, არჩილ მეფის ქუჩა N5; 8; 8ა; 8ბ; 9; 10; 11; 14 კორპუსებს.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. მოსახლეობას წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება. სამუშაოების მიმდინარეობისას კი, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყარო - Georgia Water and Power