სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხანძარი უნივერსიტეტის ქუჩაზე
ხანძარი უნივერსიტეტის ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2022
გამოწერა
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში მყოფმა ყველა მოქალაქემ ტერიტორია უვნებლად დატოვა.
უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ სპორტის სასახლის მშენებარე შენობაში ხანძარი იყო.
„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორეაგირე ჯგუფები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცეცხლი გავრცელებული იყო შენობის კედელზე, გარე ფასადსა და სახურავზე, ასევე, გვერდით მდებარე, მოქმედი სპორტის სასახლის უკანა კედელზეც.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 ჯგუფი.
წყარო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0