https://sputnik-georgia.com/20220227/saxelmwifo-dumis-deputatma-dasavletis-sanqciebi-qurdobas-seadara-264827086.html
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა დასავლეთის სანქციები ქურდობას შეადარა
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა დასავლეთის სანქციები ქურდობას შეადარა
Sputnik საქართველო
რუსეთის ბანკმა ხაზი გაუსვა, რომ გააჩნია საჭირო რესურსები და ინსტრუმენტები ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად
2022-02-27T20:40+0400
2022-02-27T20:40+0400
2022-02-27T20:41+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23045/71/230457172_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_b010191741fe96071a231f7359e6af07.jpg
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. სანქციები რუსეთის საერთაშორისო რეზერვებზე, რომელთა დაწესებით დასავლეთი იმუქრება, ფაქტობრივად, სხვისი ქონების ქურდობა იქნება, განუცხადა РИА Новости-ს სახელმწიფო სათათბიროს ფინანსური ბაზრის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანატოლი აქსაკოვმა.მანამდე ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად გაყინავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს. ხოლო აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ ისეთი ზომების მიღებას გეგმავენ, რომლებიც არ მისცემს მას სანქციების კომპენსაციის მიზნით არსებული რეზერვების გამოყენების საშუალებას რუბლის მხარდასაჭერად„ეს არის ხელყოფა, ეს არის ფაქტობრივად ქურდობა, სხვისი ქონების ხელში ჩაგდება“, - განაცხადა აქსაკოვმა.„ჩვენ ვართ მსოფლიო ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი. და, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ეს რეალურად არის ფინანსური არტერიების გადაჭრა. და, ცხადია, ეს მტკივნეულია ეკონომიკური ორგანიზმისთვის", - დასძინა დეპუტატმა.კვირას რუსეთის ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც, მათ შორის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას გააჩნია საჭირო რესურსები და ინსტრუმენტები ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ფინანსური სექტორის ოპერაციული უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23045/71/230457172_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_3a66bd7c1808bfbbeb227e23d9aaa23c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სახელმწიფო დუმა დეპუტატი დასავლეთი სანქციები ქურდობა შედარება
სახელმწიფო დუმა დეპუტატი დასავლეთი სანქციები ქურდობა შედარება
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა დასავლეთის სანქციები ქურდობას შეადარა
20:40 27.02.2022 (განახლებულია: 20:41 27.02.2022) რუსეთის ბანკმა ხაზი გაუსვა, რომ გააჩნია საჭირო რესურსები და ინსტრუმენტები ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. სანქციები რუსეთის საერთაშორისო რეზერვებზე, რომელთა დაწესებით დასავლეთი იმუქრება, ფაქტობრივად, სხვისი ქონების ქურდობა იქნება, განუცხადა РИА Новости-ს სახელმწიფო სათათბიროს ფინანსური ბაზრის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანატოლი აქსაკოვმა.
მანამდე ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად გაყინავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს. ხოლო აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ ისეთი ზომების მიღებას გეგმავენ, რომლებიც არ მისცემს მას სანქციების კომპენსაციის მიზნით არსებული რეზერვების გამოყენების საშუალებას რუბლის მხარდასაჭერად
„ეს არის ხელყოფა, ეს არის ფაქტობრივად ქურდობა, სხვისი ქონების ხელში ჩაგდება“, - განაცხადა აქსაკოვმა.
„ჩვენ ვართ მსოფლიო ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი. და, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ეს რეალურად არის ფინანსური არტერიების გადაჭრა. და, ცხადია, ეს მტკივნეულია ეკონომიკური ორგანიზმისთვის", - დასძინა დეპუტატმა.
კვირას რუსეთის ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც, მათ შორის, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას გააჩნია საჭირო რესურსები და ინსტრუმენტები ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ფინანსური სექტორის ოპერაციული უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.