https://sputnik-georgia.com/20220227/saqartvelos-kalatburtis-nakrebis-kapitanma-moskovis-cska-datova-264829417.html
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა მოსკოვის „ცსკა“ დატოვა
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა მოსკოვის „ცსკა“ დატოვა
Sputnik საქართველო
კლუბში განაცხადეს, რომ მოთამაშეებთან შეთანხმების სტატუსი გაირკვევა მაშინ, როდესაც ევროპაში პოლიტიკური და სპორტული ვითარება დასტაბილურდება
2022-02-27T23:36+0400
2022-02-27T23:36+0400
2022-02-27T23:37+0400
სპორტი
საქართველო
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261813728_0:0:2287:1287_1920x0_80_0_0_03021c15a30803a3addb1d498067a9e6.jpg
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ „არმიელთა“ რიგები დატოვა, ნათქვამია კლუბის განცხადებაში.კლუბში აღნიშნეს, რომ მოთამაშეებთან შეთანხმების სტატუსი გაირკვევა მას შემდეგ, რაც „პოლიტიკური და სპორტული სიტუაცია ევროპაში დარეგულირდება“.ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ცსკას“ ყველა დანარჩენი კალათბურთელი და მწვრთნელი ჩვეული გრაფიკის მიხედვით აგრძელებს მზადებას მომავალი მატჩებისთვის.ევროპაში შექმნილი ვითარების გამო, ევროლიგამ გადაწყვიტა გააუქმოს ორი მატჩი „ცსკას“ მონაწილეობით - „ბაიერნთან“ (24 თებერვალი) და „ბარსელონასთან“ (27 თებერვალი). მატჩების ჩატარების თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.შენგელია „ცსკას“ შემადგენლობაში 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ქართველი კალათბურთელი მოსკოვურ კლუბში ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც ექვსი სეზონი ითამაშა.წყარო - კალათბურთის კლუბ „ცსკას“ ვებგვერდი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261813728_0:0:2035:1526_1920x0_80_0_0_d7bb3ab376fbef7ccb8cdad6d6f9fec0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კალათბურთი ნაკრები კაპიტანი მოსკოვი „ცსკა“
საქართველო კალათბურთი ნაკრები კაპიტანი მოსკოვი „ცსკა“
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა მოსკოვის „ცსკა“ დატოვა
23:36 27.02.2022 (განახლებულია: 23:37 27.02.2022) კლუბში განაცხადეს, რომ მოთამაშეებთან შეთანხმების სტატუსი გაირკვევა მაშინ, როდესაც ევროპაში პოლიტიკური და სპორტული ვითარება დასტაბილურდება
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ „არმიელთა“ რიგები დატოვა, ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
„ოჯახური და პირადი მიზეზებით, რაც დაკავშირებულია რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ სიტუაციასთან, თორნიკე შენგელიამ და იფე ლუნდბერგმა კლუბი დატოვეს. მალე სამშობლოში დაბრუნდებიან იოჰანეს ფოგტმანი (გერმანია) და მარიუს გრიგონისი (ლიეტუვა). კალათბურთელების მოქმედებები კონტრაქტის პირობებისა და კლუბის რეგლამენტის დარღვევაა. თუმცა გუნდი გაგებით ეკიდება თითოეული კალათბურთის მდგომარეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
კლუბში აღნიშნეს, რომ მოთამაშეებთან შეთანხმების სტატუსი გაირკვევა მას შემდეგ, რაც „პოლიტიკური და სპორტული სიტუაცია ევროპაში დარეგულირდება“.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ცსკას“ ყველა დანარჩენი კალათბურთელი და მწვრთნელი ჩვეული გრაფიკის მიხედვით აგრძელებს მზადებას მომავალი მატჩებისთვის.
ევროპაში შექმნილი ვითარების გამო, ევროლიგამ გადაწყვიტა გააუქმოს ორი მატჩი „ცსკას“ მონაწილეობით - „ბაიერნთან“ (24 თებერვალი) და „ბარსელონასთან“ (27 თებერვალი). მატჩების ჩატარების თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შენგელია „ცსკას“ შემადგენლობაში 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ქართველი კალათბურთელი მოსკოვურ კლუბში ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც ექვსი სეზონი ითამაშა.