https://sputnik-georgia.com/20220227/evrokavsirsi-rt-da-sputnik-aikrzaleba-264828728.html
ევროკავშირში RT და Sputnik აიკრძალება
ევროკავშირში RT და Sputnik აიკრძალება
Sputnik საქართველო
ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ მედია საშუალებების შვილობილი კომპანიები ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობას ვეღარ შეძლებენ.
2022-02-27T21:59+0400
2022-02-27T21:59+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249109724_0:0:2583:1453_1920x0_80_0_0_4638626873ce8173c48a24aa279e4dfa.jpg
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ევროკომისია ევროკავშირში ორი რუსული მედიასაშუალების - RT-ისა და Sputnik-ის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა.მისი თქმით, ეს მედია საშუალებები, ისევე როგორც მათი შვილობილი კომპანიები, ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობას ვეღარ შეძლებენ.„ჩვენ ვამუშავებთ ინსტრუმენტებს ევროპაში მათი დეზინფორმაციის აკრძალვისთვის”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.კვირას ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკომისია დააწესებს აკრძალვას ევროკავშირში სახელმწიფო რუსული მედიასაშუალებების მუშაობაზე, მისი თქმით, აკრძალვა შეეხება RT-ს, Sputnik-ს და მათ შვილობილ სტრუქტურებს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ევროკომისია ამისთვის საჭირო ინსტრუმენტებს ამუშავებს.Sputnik-ის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სთავაზობენ ევროკავშირს არ შეჩერდეს ნახევარ ზომებზე, არამედ ერთბაშად ინტერნეტი აკრძალოს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249109724_336:0:2583:1685_1920x0_80_0_0_51b56381995df6993e543b430a7f0250.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკავშირი rt sputnik აკრძალვა
ევროკავშირი rt sputnik აკრძალვა
ევროკავშირში RT და Sputnik აიკრძალება
21:59 27.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ მედია საშუალებების შვილობილი კომპანიები ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობას ვეღარ შეძლებენ.
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ევროკომისია ევროკავშირში ორი რუსული მედიასაშუალების - RT-ისა და Sputnik-ის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ეს მედია საშუალებები, ისევე როგორც მათი შვილობილი კომპანიები, ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობას ვეღარ შეძლებენ.
„ჩვენ ვამუშავებთ ინსტრუმენტებს ევროპაში მათი დეზინფორმაციის აკრძალვისთვის”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
კვირას ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკომისია დააწესებს აკრძალვას ევროკავშირში სახელმწიფო რუსული მედიასაშუალებების მუშაობაზე, მისი თქმით, აკრძალვა შეეხება RT-ს, Sputnik-ს და მათ შვილობილ სტრუქტურებს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ევროკომისია ამისთვის საჭირო ინსტრუმენტებს ამუშავებს.
Sputnik-ის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სთავაზობენ ევროკავშირს არ შეჩერდეს ნახევარ ზომებზე, არამედ ერთბაშად ინტერნეტი აკრძალოს.