აბრამოვიჩმა „ჩელსი“ საქველმოქმედო ფონდს გადასცა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირომან აბრამოვიჩ
რომან აბრამოვიჩ - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2022
გამოწერა
აბრამოვიჩის დროს კლუბმა ორ-ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა, ასევე ხუთჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მართვა გუნდის საქველმოქმედო ფონდის მეურვეებს გადასცა.
აბრამოვიჩმა ჩელსი 2003 წელს დაახლოებით 140 მილიონ ფუნტად ინგლისელი კენ ბეიტსისგან შეიძინა.
„საფეხბურთო კლუბ ჩელსის 20-წლიანი მფლობელობის პერიოდში... ყოველთვის ვიღებდი გადაწყვეტილებებს კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლაც ვრჩები ამ ღირებულებების ერთგული. სწორედ ამიტომ დღეს მე საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაძღოლას და მასზე მზრუნველობას „ჩელსის“ საქველმოქმედო ფონდის მეურვეებს გადავცემ. მიმაჩნია, რომ ამჟამად ისინი უკეთ იზრუნებენ კლუბის, მოთამაშეების, თანამშრომლების და ფანების ინტერესებზე“, - მოყვანილია აბრამოვიჩის სიტყვები „ჩელსის“ ვებგვერდზე.
2012 წელს ლონდონურმა კლუბმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 2021 წელს „ჩელსიმ“ შეძლო წარმატების გამეორება და კვლავ გახდა ევროპის საუკეთესო კლუბი. აბრამოვიჩის დროს კლუბმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ხუთჯერ - ინგლისის თასი და ორჯერ - ევროპის ლიგა (2013 და 2019).
წყარო - საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ვებგვერდი
ყველა ახალი ამბავი
0