Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

2 ათასზე მეტი შემთხვევა თბილისში: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები მეტრო „თავისუფლების მოედანთან“
გამვლელები მეტრო „თავისუფლების მოედანთან“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.835-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.603.007-ს მიაღწია.
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.835 შემთხვევიდან ყველაზე მეტი —2.146 შემთხვევა —დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 845, კახეთი - 442, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 327, აჭარა - 245, გურია - 243, შიდა ქართლი - 227, ქვემო ქართლი - 190, მცხეთა-მთიანეთი - 82, სამცხე-ჯავახეთი - 61, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -27.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13.840 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.491.321-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 41 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.138-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 95.522 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.640 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 2.162, იმერეთში – 798, აჭარაში – 426.
1.066 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 282 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 29, იმერეთში – 27.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 449 ადამიანი, მათ შორის 364 - თბილისში.
90.433 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 4 ადამიანი, ყველა თბილისში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.835-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.603.007-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0