https://sputnik-georgia.com/20220227/----------264825888.html
პუტინმა შეკავების ძალების საბრძოლო მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა
პუტინმა შეკავების ძალების საბრძოლო მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა
Sputnik საქართველო
რუსეთის სახელმწიფოს ლიდერმა მოსკოვის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს არალეგიტიმური უწოდა 27.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-27T19:26+0400
2022-02-27T19:26+0400
2022-02-27T19:27+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23421/17/234211767_0:0:2871:1615_1920x0_80_0_0_ee08cbbafe6e1698af51e2c498fa1e9b.jpg
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს შეკავების ძალების საბრძოლო მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადაყვანა უბრძანა.კვირას პუტინმა გამართა შეხვედრა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვთან.რუსეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დასავლეთი არამხოლოდ დგამს არამეგობრულ ნაბიჯებს ეკონომიკის მიმართულებით, არამედ ნატოს უმაღლესი ხელმძღვანელი პირები რუსეთის მისამართით თავს აგრესიული გამონათქვამების უფლებას აძლევენ.„პატივცემულო კოლეგებო, თქვენ ხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები არამხოლოდ დგამენ არამეგობრულ ნაბიჯებს ეკონომიკის სფეროში, მხედველობაში მაქვს ის სანქციები, რომლებიც ყველასათვის კარგად არის ცნობილი, არამედ ნატოს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენი ქვეყნის მისამართით თავს აგრესიული გამონათქვამების უფლებას აძლევენ“, - განაცხადა პუტინმა.ამასთან, რუსეთის სახელმწიფოს ლიდერმა მოსკოვის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს არალეგიტიმური უწოდა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასის რესპუბლიკების ხელმძღვანელების მხრიდან დახმარების თხოვნაზე საპასუხოდ 24 თებერვალს დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს, მიზანია „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები არ აყენებენ დარტყმებს ქალაქებს, არამედ მწყობრიდან გამოჰყავთ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, ამიტომ სამოქალაქო მოსახლეობას არაფერი ემუქრება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23421/17/234211767_59:0:2790:2048_1920x0_80_0_0_4970d728dab4e19b2a1634a0c6fb8750.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
პუტინმა შეკავების ძალების საბრძოლო მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა
19:26 27.02.2022 (განახლებულია: 19:27 27.02.2022) რუსეთის სახელმწიფოს ლიდერმა მოსკოვის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს არალეგიტიმური უწოდა
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს შეკავების ძალების საბრძოლო მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადაყვანა უბრძანა.
კვირას პუტინმა გამართა შეხვედრა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვთან.
რუსეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დასავლეთი არამხოლოდ დგამს არამეგობრულ ნაბიჯებს ეკონომიკის მიმართულებით, არამედ ნატოს უმაღლესი ხელმძღვანელი პირები რუსეთის მისამართით თავს აგრესიული გამონათქვამების უფლებას აძლევენ.
„პატივცემულო კოლეგებო, თქვენ ხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები არამხოლოდ დგამენ არამეგობრულ ნაბიჯებს ეკონომიკის სფეროში, მხედველობაში მაქვს ის სანქციები, რომლებიც ყველასათვის კარგად არის ცნობილი, არამედ ნატოს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენი ქვეყნის მისამართით თავს აგრესიული გამონათქვამების უფლებას აძლევენ“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის სახელმწიფოს ლიდერმა მოსკოვის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს არალეგიტიმური უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასის რესპუბლიკების ხელმძღვანელების მხრიდან დახმარების თხოვნაზე საპასუხოდ 24 თებერვალს დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს, მიზანია „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები არ აყენებენ დარტყმებს ქალაქებს, არამედ მწყობრიდან გამოჰყავთ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, ამიტომ სამოქალაქო მოსახლეობას არაფერი ემუქრება.