მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება

© photo: Sputnik / Stringerკიევის მცხოვრებლები ქალაქს ტოვებენ
კიევის მცხოვრებლები ქალაქს ტოვებენ - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2022
გამოწერა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის მონაცემებით, უკრაინა უკვე 150 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. უკრაინას მცხოვრებლები ტოვებენ - 150 ათასზე მეტი ადამიანი ლტოლვილი გახდა, განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ (UN High Commissioner for Refugees, Filippo Grandi).
უკრაინიდან ძირითადად მიემგზავრებიან პოლონეთში, უნგრეთში, მოლდოვაში, რუმინეთში.

„ამჟამად 150 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა გადაკვეთა მეზობელი ქვეყნების საზღვრები, მათი ნახევარი (გადავიდა) პოლონეთში, ბევრი კი უნგრეთში, მოლდოვაში, რუმინეთში და სხვა ქვეყნებში. მოსახლეობის გადაადგილება უკრაინის შიგნითაც იზრდება, მაგრამ სამხედრო ვითარება ართულებს რაოდენობის შეფასებას და დახმარების გაწევას“, - დაწერა გრანდიმ თავის Twitter-აკაუნტში.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთი 24 თებერვლიდან უკრაინაში სამხედრო ოპერაციას ახორციელებს.
წყარო - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისტის, ფილიპო გრანდის Twitter-აკაუნტი.
ყველა ახალი ამბავი
0