თბილისის ტაძრებში უკრაინაში გასაგზავნად პროდუქტები და მედიკამენტები შეგროვდება

© photo: Sputnik / Stringerსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2022
გამოწერა
არაფუჭებადი პროდუქტების შეგროვება ეკლესიებში ხვალიდან დაიწყება.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში წინამძღვრებთან შეთანხმებით დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი ა.შ.) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით იქნა მიღებული.
პროდუქტების შეგროვება საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინიციატივითა და ორგანიზებით 27 თებერვლიდან დაიწყება.
„ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს. მხარდამჭერი „ჩოხოსანთა საზოგადოება“ გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ ღვთისსათნო საქმეში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში ბრძოლები მიმდინარეობს.
წყარო - საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0