https://sputnik-georgia.com/20220226/sporti-politikis-mirma-unda-darces-rusetis-reaqcia-uefas-gadawyvetilebaze-264807629.html
„სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს“ - რუსეთის რეაქცია უეფას გადაწყვეტილებაზე
„სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს“ - რუსეთის რეაქცია უეფას გადაწყვეტილებაზე
Sputnik საქართველო
რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება აღებული ვალდებულებების გარანტი, უმაღლეს დონეზე ჩაატაროს უდიდესი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, განაცხადეს სპორტის სამინისტროში
2022-02-26T14:30+0400
2022-02-26T14:30+0400
2022-02-26T14:30+0400
რუსეთი
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/12/252064674_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_b70f763d9001dd940cda88361cf62907.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს და არ იქცეს მანიპულირების იარაღად, ნათქვამია რუსეთის სპორტის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანქტ-პეტერბურგიდან პარიზში გადატანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების საპასუხოდ გავრცელდა.უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021/2022 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი საფრანგეთის დედაქალაქშია გადატანილი. მატჩი 28 მაისს „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე გაიმართება. თავდაპირველად ფინალი სანქტ-პეტერბურგში 2020/2021 სეზონის პერიოდში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღი შეიცვალა.„რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანქტ-პეტერბურგიდან გადატანის შესახებ“, - ნათქვამია სპორტის სამინისტროს განცხადებაში.ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება აღებული ვალდებულებების გარანტი, უმაღლეს დონეზე ჩაატაროს უდიდესი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, მათ შორის საფეხბურთო.„ჩვენი პოზიცია უცვლელია - სპორტი უნდა დარჩეს პოლიტიკის მიღმა და არ იყოს მანიპულირებისა და ვინმეს ინტერესების ხელყოფის საშუალება", - აცხადებენ სპორტის სამინისტროში.24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში ბრძოლები მიმდინარეობს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/12/252064674_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_83d55930750af79a4849b98941fa7acf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი პოლიტიკა რუსეთი რეაქცია უეფა გადაწყვეტილება
სპორტი პოლიტიკა რუსეთი რეაქცია უეფა გადაწყვეტილება
„სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს“ - რუსეთის რეაქცია უეფას გადაწყვეტილებაზე
რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება აღებული ვალდებულებების გარანტი, უმაღლეს დონეზე ჩაატაროს უდიდესი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, განაცხადეს სპორტის სამინისტროში
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს და არ იქცეს მანიპულირების იარაღად, ნათქვამია რუსეთის სპორტის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანქტ-პეტერბურგიდან პარიზში გადატანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების საპასუხოდ გავრცელდა.
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021/2022 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი საფრანგეთის დედაქალაქშია გადატანილი. მატჩი 28 მაისს „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე გაიმართება. თავდაპირველად ფინალი სანქტ-პეტერბურგში 2020/2021 სეზონის პერიოდში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღი შეიცვალა.
„რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანქტ-პეტერბურგიდან გადატანის შესახებ“, - ნათქვამია სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება აღებული ვალდებულებების გარანტი, უმაღლეს დონეზე ჩაატაროს უდიდესი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, მათ შორის საფეხბურთო.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია - სპორტი უნდა დარჩეს პოლიტიკის მიღმა და არ იყოს მანიპულირებისა და ვინმეს ინტერესების ხელყოფის საშუალება", - აცხადებენ სპორტის სამინისტროში.
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში ბრძოლები მიმდინარეობს.