https://sputnik-georgia.com/20220226/saqartvelos-tazrebsi-xval-msvidobistvis-iloceben-264817111.html
საქართველოს ტაძრებში ხვალ მშვიდობისთვის ილოცებენ
საქართველოს ტაძრებში ხვალ მშვიდობისთვის ილოცებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიარქმა მოუწოდა მრევლს გააძლიეროს ლოცვა მშვიდობისათვის უკრაინაში და მთელს მსოფლიოში
2022-02-26T22:41+0400
2022-02-26T22:41+0400
2022-02-26T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263818437_0:0:3208:1805_1920x0_80_0_0_c456217d367f78eead56ca0ed2460383.jpg
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოს ყველა ტაძარში აღევლინება ლოცვა მშვიდობისთვის უკრაინასა და მთელს მსოფლიოში, იუწყება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.საპატრიარქოს განცხადებით, უკრაინაში და მთელს მსოფლიოში შექმნილ რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით კვირას, 27 თებერვალს, წირვის შემდეგ, ყველა ტაძარში იქნება გადახდილი პარაკლისი მშვიდობისათვის. მრევლს და სამღვდელოებას კი ეძლევა ლოცვა-კურთხევა მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერებისა.გარდა ამისა, საპატრიარქო მზად არის დაეხმაროს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო სამშობლოში გამგზავრებას ვერ ახერხებენ. საქართველოს მთავრობა უკვე ეხმარება უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნებით იმყოფებიან. ეკონომიკის სამინისტრომ კერძო სექტორის მხარდაჭერით უკრაინელ ტურისტებს სასტუმროებში უფასოდ განთავსება შესთავაზა. ამ დროისთვის სასტუმროებში უფასოდ 200-მდე უკრაინის მოქალაქეა დაბინავებული.21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და საჰაერო სივრცე დაკეტა.წყარო - საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263818437_479:0:3208:2047_1920x0_80_0_0_a07b20f9a0b75cc421b42e9561c24036.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ტაძრები ხვალ მშვიდობა ლოცვა პარაკლისი ილია მეორე
საქართველო ტაძრები ხვალ მშვიდობა ლოცვა პარაკლისი ილია მეორე
საქართველოს ტაძრებში ხვალ მშვიდობისთვის ილოცებენ
22:41 26.02.2022 (განახლებულია: 22:42 26.02.2022) საქართველოს პატრიარქმა მოუწოდა მრევლს გააძლიეროს ლოცვა მშვიდობისათვის უკრაინაში და მთელს მსოფლიოში
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოს ყველა ტაძარში აღევლინება ლოცვა მშვიდობისთვის უკრაინასა და მთელს მსოფლიოში, იუწყება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
საპატრიარქოს განცხადებით, უკრაინაში და მთელს მსოფლიოში შექმნილ რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით კვირას, 27 თებერვალს, წირვის შემდეგ, ყველა ტაძარში იქნება გადახდილი პარაკლისი მშვიდობისათვის. მრევლს და სამღვდელოებას კი ეძლევა ლოცვა-კურთხევა მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერებისა.
„ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს უკრაინა და მთელი მსოფლიო... ყოვლადწმინდა დედაღვთისამ თავისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, საპატრიარქო მზად არის დაეხმაროს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო სამშობლოში გამგზავრებას ვერ ახერხებენ. საქართველოს მთავრობა უკვე ეხმარება უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნებით იმყოფებიან. ეკონომიკის სამინისტრომ კერძო სექტორის მხარდაჭერით უკრაინელ ტურისტებს სასტუმროებში უფასოდ განთავსება შესთავაზა. ამ დროისთვის სასტუმროებში უფასოდ 200-მდე უკრაინის მოქალაქეა დაბინავებული.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და საჰაერო სივრცე დაკეტა.