https://sputnik-georgia.com/20220226/saqartvelos-diplomatiuri-misiebi-ukrainasi-myof-tanamemamuleebtan-kavsirze-arian-264810668.html
საქართველოს დიპლომატიური მისიები უკრაინაში მყოფ თანამემამულეებთან კავშირზე არიან
საქართველოს დიპლომატიური მისიები უკრაინაში მყოფ თანამემამულეებთან კავშირზე არიან
Sputnik საქართველო
საქართველოს საელჩო კიევში და საკონსულო ოდესაში მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ
2022-02-26T17:00+0400
2022-02-26T17:00+0400
2022-02-26T17:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_0:11:1500:855_1920x0_80_0_0_bfe0d0e93ae6bdd43ebc23da2a4b3d63.jpg
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს უკრაინაში მყოფ თანამემამულეებს, რომ საქართველოს დიპლომატიური უწყებები - საელჩო კიევში და საკონსულო ოდესაში - ადგილებზე მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.„(დიპლომატიური უწყებები - რედ.) მუშაობას აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში და მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, მაქსიმალურ დახმარებას უწევენ უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.საქართველოს საელჩო, კიევი:+380 (63) 376 77 68+380 (44) 590 69 50+380 (93) 544 01 17+380 (63) 376 73 64+380 (63) 511 73 25.გენერალური საკონსულო ოდესაში:+ 380 (63) 176 75 55+380 (93) 761 17 17.საგარეო საქმეთა სამინისტრო:+995 (32) 2 94 50 50.21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში ბრძოლები მიმდინარეობს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_57427d1e636108ee7c4aae6a807310b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო საელჩო უკრაინა თანამემამულეები
საქართველო საელჩო უკრაინა თანამემამულეები
საქართველოს დიპლომატიური მისიები უკრაინაში მყოფ თანამემამულეებთან კავშირზე არიან
საქართველოს საელჩო კიევში და საკონსულო ოდესაში მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს უკრაინაში მყოფ თანამემამულეებს, რომ საქართველოს დიპლომატიური უწყებები - საელჩო კიევში და საკონსულო ოდესაში - ადგილებზე მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.
„(დიპლომატიური უწყებები - რედ.) მუშაობას აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში და მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, მაქსიმალურ დახმარებას უწევენ უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
საქართველოს საელჩო, კიევი:
გენერალური საკონსულო ოდესაში:
საგარეო საქმეთა სამინისტრო:
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში ბრძოლები მიმდინარეობს.