დასავლური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: რა გავლენას მოახდენს ისინი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2022
გამოწერა
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა მიიღეს ანტირუსული სანქციების პაკეტები, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის ფინანსურ სექტორზე, შეზღუდა მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტი და მრავალისხვა. შემაკავებელიზომებისშემოღებაგამოაცხადესშეერთებულმაშტატებმა, გაერთიანებულმასამეფომ, ევროკავშირმა, კანადამდაიაპონიამ(ესორიუკანასკნელიუმეტესწილადუბრალოდშეუერთდაპირველისამისგადაწყვეტილებებს).
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასავლეთი არ აპირებს შეჩერებას უკვე მიღებულ სანქციების პაკეტებზე —გრძელდებადისკუსიებიანტირუსულიზომებისგაძლიერებისშესაძლებლობებზე.
იმის შესახებ, თუ რა არის ახალი სანქციები, როგორ იმოქმედებს ისინი რუსეთის ეკონომიკაზე და რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მათ ყოფილ სსრკ-ს ქვეყნებზე - Sputnik-ი სოციალურიდაეკონომიკურიკვლევებისინსტიტუტისდირექტორს, ეკონომიკის დოქტორ ალექსეი ზუბეცს ესაუბრა.

აშშ-ის „დეკორატიული“ სანქციები

ამერიკის ახალ სასანქციო სიაში ოთხი რუსული ბანკი მოხვდა: „სბერბანკი, ВТБ, „სოვკომბანკიდა „ოტკრიტიე“.
ამერიკულ ბანკებს დაევალათ, 26 მარტამდე დახურონ „სბერბანკისა“ და მისი შვილობილი კომპანიების საკორესპონდენტო ანგარიშები. ამ დღიდან აშშ-ის საფინანსო ორგანიზაციებს აღარ ექნებათ უფლება, განახორციელონ ტრანზაქციები რუსეთის უმსხვილესი ბანკის მონაწილეობით.
ამერიკის ფინანსთა სამინისტროს განცხადების თანახმად, 25 მაისამდე ზემოთ ჩამოთვლილ ბანკებთან ყველა ოპერაციები უნდა დასრულდეს.
როგორც Sputnik-ს უამბო ალექსეი ზუბეცმა, რუსული ბანკების წინააღმდეგ შემოღებული სანქციები არ მოიტანს მოსალედნელ ამერიკულ ეფექტს — ბანკები არ გაკოტრდება, მათი კლიენტები არ დაზარალდებიან, ხოლო რუსულ ეკონომიკას საფრთხეს ვერ შეუქმნიან.
„სასანქციო სიაში შესული ყველა ბანკი დაკარგავს შესაძლებლობას, ჩაატაროს გარკვეული საინვესტიციო ოპერაციები, ვერ შეძლებენ სახსრების შენახვას საზღვარგარეთ, მაგრამ ბანკების მდგრადობისთვის ეს არანაირ როლს არ თამაშობს. მათ უკან რუსეთის ცენტრობანკი დგას, ამ უკანასკნელის უკან კი — სახელმწიფო. ბანკების გაკოტრების ალბათობა ნულს უდრის, მათი კლიენტების ფულის დაკარგვის შანსიც ნულია“, — ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, რუსეთის მოსახლეობის 90% ფულს რუბლში ინახავს, ხოლო ისინი, ვისაც დანაზოგი უცხოურ ვალუტაში აქვს, უმეტესწილად საბანკო ანგარიშზე არ ინახავს.
„რუსეთში სხვა უამრავი ბანკია, მათ შორის, მსხვილი, რომლებსაც ამერიკული სანქციები არ შეეხო. თუ ვინმე სავალუტო ოპერაციების ჩატარებას მოისურვებს, უბრალოდ მათი კლიენტი გახდება“, — აღნიშნავს ზუბეცი.
ექსპერტის თქმით, გარდა ამისა, ბანკების შიდა პოლიტიკას მოსახლეობის განაკვეთებზე, კრედიტებსა და დეპოზიტებზე, მოცემული საფინანსო ორგანიზაციისა და ცენტრობანკის ხელმძღვანელობა ადგენს. ამერიკელებს არანაირი კავშირი არ აქვთ ამასთან და გავლენასაც ვერ მოახდენს.
„ასეთი ზომები ჩემთვის გაუგებარია. არის, მაგალითად, ბანკი „როსია“, რომელიც 2014 წელს მოხვდა სანქციებში — მას ასევე აუკრძალეს სავალუტო ოპერაციები. მაგრამ დღეს ბანკი თავს მშვენივრად გრძნობს, მუშაობს შიდა ბაზარზე, ჰყავს სტაბილური კლიენტურა და გაკოტრებას არ აპირებს, — აცხადებს ზუბეცი.
ექსპერტის თქმით, შტატების მიერ გახმოვანებული სანქციები რუსეთის მიმართ უბრალოდ „არაფერზეა“. ყველა ეს სანქცია დეკორატიულია, ვინაიდან რუსული ეკონომიკის არცერთ სერიოზულ დარგს არ ეხება.
„ეს ერთგვარი „კუნთების თამაშია“. განვმარტავ: ყველა ამ ბანკს საკვები ბაზა ქვეყნის შიგნით აქვს, სწორედ აქ იღებენ ისინი თავიანთი მოგების 99,9%-ს. ის რასაც ისინი გარე ბაზრებზე იღებენ, კაპიკებია იმასთან შედარებით, რაც რუსეთში აქვთ. და იქ მათზე ზეწოლა იმისთვის, რომ აქ პრობლემები შეექმნათ, საკმაოდ სულელურია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს დეკორატიული ისტორიაა, ჰაერის უბრალო რხევა, რომელიც იმისკენაა მომართული, რომ უბრალოდ შექმნან წარმოდგენა, რომ სანქციებს იღებენ. ამასთან რეალურად სანქციები არ არსებობს“, — ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, რაც შეეხება ВЭБ-ს, რომელსაც სანქციები კიდევ უფრო ადრე შეეხო, ეს განვითარების ინსტიტუტია, რომელიც ფულს სამთვარობო ბიუჯეტიდან იღებს გარკვეული პროექტების რეალიზაციაზე, რისგან საფღთხეც ასევე არ არის მოსალოდნელი.

შტატებმა ამერიკელ ინვესტორებს გასამრჯელო წაართვეს

ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, შეერთებულმა შტატებმა აკრძალა რუსული კომპანიების დაფინანსება ამერიკელი ინვესტორების მიერ. ანუ ამერიკელ ინვესტორებს აეკრძალებათ ახალი ობლიგაციებისა და ახალი აქციების შეძენა კომპანიებოსგან: „გაზპრომი“, „როსტელეკომი“, „რუსჰიდრო“, „ალროსა“, „სოვკომფლოტი“, რკინიგზა, ასევე „ალფა-ბანკი“ და „მოსკოვის საკრედიტო ბანკი“.
„ახლა კარგი წერტილია იმისთვის, რომ მაგალიტად „გაზპრომის“ აქციები იყიდო, — იაჩნია ალექსეი ზუბეცს. —ისინი დაახლოებით 30%-ით დაეცა ბოლო დღეებში. გასაგებია, რომ მათი რეალური ღირებულება ბევრად მაღალია, ვიდრე ახლაა ბაზარზე. მათი ფასი მალე ისევ გაიზრდება. შესაბამისად, ის, ვინც ახლა ამ აქციებს იყიდის, მალე ძალიან კარგ გასამრჯელოს იშოვის. აი ეს იქნებოდა შესანიშნვი შესაძლებლობა ამერიკელი ინვესტორებისთვის, მაგრამ სანქციების გამოამის გაკეთებას ვერ შეძლებენ“.
მთლიანობაში, მისი თქმით, სანქციების პაკეტში ჩამოთვლილ არცერთ კომპანიას არ აქვს კაპიტალის მოზიდვის პრობლემა. თუ ამერიკელებმა ვერ შეძლეს მათი აქციების ყიდვა, მათი ფლობა, მაშინ იგივე „გაზპრომი“ ვერ იგრძნობს ამას.
„ყოველთვის არის სახელმწიფო, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია საწესდებო კაპიტალის შევსება. ყოველთვის არის კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობა ზოგიერთ სხვა ბირჟაზე - თუ არა ამერიკულ, მაშინ ჰონკონგის ან სინგაპურის ბირჟებზე. თუ იგივე „გაზპრომს“ სურს გარე დაფინანსების მოზიდვა, მაშინ ის მოიზიდავს მას აქციების ბაზარზე. ის, რომ ამერიკელი ინვესტორები ვერ შეძლებენ ამით მოგებას, ეს ამერიკელი ინვესტორების პრობლემაა“.
არცერთ მსხვილ რუსულ სტრატეგიულ კომპანიას არ აქვს პრობლემები კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებით, როგორც სასესხო, ისე სააქციონერო, ასკვნის ექსპერტი.
„თუ პირობითი რუსეთის რკინიგზა ვერ მოიზიდავს სესხებს უცხოურ ბაზრებზე, მაშინ ცენტრალური ბანკი შეცვლის მათ. იგივე „სბერბანკი“ მიიღებს შესანიშნავ კლიენტს, რომელსაც მიეწოდება უზარმაზარი თანხები სხვადასხვა პროექტებისთვის. მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ. ეს ზომები არანაირად არ მოქმედებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე“, - აჯამებს ალექსეი ზუბეცი.

დიდი ბრიტანეთი აშშ-სგან არც ისე შორს წავიდა

შეერთებული შტატების გარდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დააწესა. ლონდონის პაკეტი მოიცავს VTB-ის აქტივების სრულ გაყინვას, ხოლო რუსულ ბანკებს სრულად ჩამოერთმევათ წვდომა ბრიტანულ ფინანსურ სისტემაზე და ვერ შეძლებენ გაერთიანებული სამეფოს მეშვეობით კლირინგის განხორციელებასა და ფუნტებში გადახდას ბრიტანეთის გავლით.
VTB-თან ერთად, VTB-თან ერთად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განახლებულ სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ „როსტექი“, „გაერთიანებული ავიამშენებელი კომპანია“, გაერთიანებული გემთმშენებელი კომპანია“ და „ურალვაგონზავოდი“.
„როსტექი“, „ურალვაგონზავოდ“ — არის სამრეწველო, სამხედრო წარმოება, — ამბობს ალექსეი ზუბეცი. — დიახ, შეიძლება წარმოიშვას გარკვეული პრობლემები, მაგალითად, „ავტოვაზს“, რომელიც შედის „როსტექის“ შემადგენლობაში, მაგრამ შემდეგ ისინი ალბათ ფუნქციონირებას როგორც დამოუკიდებელი სააქციო საზოგადოება, ისე დაიწყებენ, ეს ყველაფერი ძალიან მარტივი სამართავია. რაც შეეხება УВЗ-ს, რომელიც ტანკებს ამზადებს, არ მესმის, რა უნდა გააკეთოს ბრიტანეთის ფინანსურ ბაზარზე. ძალიან გამიკვირდება, თუ УВЗგანახორციელებს რაიმე ფინანსურ ტრანზაქციას ლონდონში. ეს ყველაფერი წმინდა რუსული კომპანიებია, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხოვრობენ. ისინი გარე დაფინანსებას ძალიან მცირე რაოდენობით იზიდავენ. ყველა ეს ღონისძიება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უცხოურ ბაზრებზე წვდომის შესამცირებლად დაიწყო 2014 წელს, და მერე რა?“
ასევე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შეიზღუდება რუსეთის მოქალაქეების ანაბრების ზომები ბრიტანულ ბანკებში.
„ამას „ელიტის ნაზიონალიზაცია“ ჰქვია. რუსეთის ელიტას ესმის, რომ საზღვარგარეთ საქმე არ აქვს — გაძარცვავენ. ბრიტანეთის გვირგვინი და ბრიტანეთის მთავრობა რუსულ ელიტაში პატრიოტიზმს ავიტარებს, რაც ძალიან კარგია. ჩვენ მათ მადლობას ვეტყვით“, — ამბობს ექსპერტი.
გარდა ამისა, ზუბეცის თქმით, აღნიშნული ზომა ასევე არის დარტყმა რუსეთის მთავრობასა და ბიუჯეტზე. გაუგებარია, როგორ აისახება რუსეთის მაკროეკენომიკურ სტაბილობაზე ვიღაც კერძო პირისთვის ფულის კონფისკაცია.
„საერთოდ არც კი ვიცი, რისთვისაა მიღებული ეს ზომა, — განაგრძობს ალექსეი ზუბეცი. — ისინი პირიქით, უნდა ქმნიდეს მაქსიმალურ პირობებს ამ რუსული ტრანსნაციონალური ელიტისტის, რათა ისინი ინგლისში მიდიოდნენ, საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, ცდილობდნენ რუსეთის ხელისუფლების მორყევას. მაგრამ ეს პირიქით, დარტყმაა ამგვარ ელიტაზე. უცნობია, რაზე და რა ეფექტზეა გათვლილი ეს ზომა“.
გარდა სხვა ყველაფრისა, ლონდონმა სანქციები დაუწესა ავიაკომპანია „აეროფლოტსაც“. რაც შეეხება ამ სანქციებს, ექსპერტს ისიი საერთოდ სრულ სისულელედ მიაჩნია.
„როსავიაციამ“ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება სარკისებური შეზღუდვების შემოღების შესახებ. ამიერიდან ბრიტანულ ავიაკომპანიებს აკრძალული აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე ფრენა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ შეძლებენ შეასრულონ ტრანსციმბირული გადაფრენები, ვერ შეძლებენ ვერც პეკინში ფრენას, ვერც ტოკიოში და ვერც სხვაგან. ამ რეგიონამდე მისასვლელი ყველაზე მოკლე გზა მათთვის ციმბრიის ჩრდილოეთ ნაწილზე გადის. თუ მათ რუსეთისთვის გარს შემოფრენა მოუწევთ. ეს ზედმეტი საათებია ცაში და დიდი დანაკარგები ავიაგადაზიდვების ბრიტანული სექტორისთვის. ესეც მორიგი სისულელეა. რატომ უნდა გამოიწვიო საპასუხო რეაქცია იქ, სადაც რუსეთს რეალურად სეუძლია ზიანის მიყენება სარკისებური პასუხით? გაუგებარია“, — მიაჩნია ექსპერტს.
მისი აზრით, რუსეთის მაკროეკენოიკურ სტაბილურობას „აეროფლოტის“ პრობლემები არაფრით არ ემუქრება.
„ჯერ პირველი, „აეროფლოტის“ გარდა არსებობს სხვა კომპანიები, რომლებსაც შეუძლია გარკვეული წონების საკუთარ თავზე აღება ავიაგადაზიდვებში. მეორეც : არსებობს საზღვარგარეთული კომპანიები — ყაზახური, აზერბაიჯანული, უზბეკური და სხვა, რომლებსაც შიდარუსული რეისების შესრულება შეუძლიათ. ეს უფრო ძვრი იქნება, მაგრამ აბსოლუტურად შესაძლებელი. რუსეთის შიგნით საჰაერო გადაზიდვების ცაშლა ასე შეუძლებელია“, — ამბობს ალექსეი ზუბეცი.
მისი განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა თავისი ცა დაკეტა მათი კომპანიებისთვის და ახლა ისინი დიდ დანაკარგებს ნახავენ — გაუგებარია, რისთვის ტარდება ეს ზომები.

რით იმუქრება ევროკავშირი?

ხუთშაბათიდან პარასკევის ღამეს, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა ბრიუსელში საგანგებო სამიტი გამართეს, რომელზეც ასევე დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ პირადი და ეკონომიკური სანქციების პაკეტი.
ისინი გავლენას მოახდენენ, კერძოდ, ფინანსურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო სექტორებზე, ორმაგი დანიშნულების პროდუქტებზე, ასევე ექსპორტის კონტროლზე, ექსპორტის დაფინანსებაზე და სავიზო პოლიტიკაზე.
რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, ევროკომისიის განცხადებით, სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის სახელმწიფო საწარმოებისთვის ევროკავშირთან ფინანსური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობის ჩამორთმევას, ასევე „რუსული ელიტისთვის“ ბანკებში დეპოზიტების ჭარბი განთავსების აკრძალვას 100 ათას ევროზე ზემოთ.
ეს პაკეტი პირველად მოიცავს ფინანსურ სანქციებს, რომლებიც „რუსეთს კაპიტალის უმნიშვნელოვანეს ბაზრებზე წვდომას წაართმევს“. აღნიშნულია, რომ ისინი გავლენას მოახდენს რუსეთის საბანკო მომსახურების ბაზრის 70%-ზე და ასევე გამიზნული იქნება ძირითად სახელმწიფო კომპანიებზე, მათ შორის, თავდაცვის კომპანიებზე. სანქციების გაცხადებული მიზანია რუსეთში ინფლაციის დაჩქარება და ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის ეტაპობრივი შემცირება.
„დასავლეთიდან მიღებული დაფინანსება საკმაოდ იაფია", - ამბობს ალექსეი ზუბეცი. - პირობითად, იქ შეიძლება 1-4%-ად აიღო ფული და მერე ეს ფული უფრო მაღალი პროცენტით გაიცეს ქვეყნის შიგნით. ბანკებს იაფი დაფინანსება მოაკლდებათ და ამაზე ფულს ვერ იშოვნიან, რამაც შესაძლოა ინფლაცია ოდნავ ასწიოს იმის გამო, რომ კრედიტები გაძვირდება“.
მისი თქმით, წელს რუსეთში ინფლაციის დაჩქარება სანქციების გარეშეც იყო მოსალოდნელი.
„დიახ, ინფლაციის დამატებითი იმპულსი იქნება უარყოფითი ამბავი, უნდა ველოდოთ გარედან დაფინანსების შიდა წყაროებზე გადასვლას“, - მიიჩნევს ექსპერტი. - მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გვესმოდეს, რომ დაფინანსების შიდა წყაროები - ანუ მოსახლეობის დეპოზიტები - მანამდეც იყო ბანკების სახსრების ძირითადი წყარო. ხოლო მეორე წყარო არის სესხი ცენტრალური ბანკიდან. რუსული ფინანსური ინსტიტუტების მცირე რაოდენობა იღებდა უცხოურ ვალუტაში სესხს“.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამღონისძიებას შესაძლოადამატებითი ინფლაციურიეფექტი მოჰყვეს, ეს არარის მახრჩობელასანქცია ქვეყნისმაკროეკონომიკური სტაბილურობისთვალსაზრისით. მთავრობას აქვს ყველა მიზეზი და რესურსი, რომელსაც შეუძლია ნეგატიური ზემოქმედება თუ არა ნულამდე, თითქმის ნულამდე მაინც შეამციროს.
ამასთან, ექსპერტის თქმით, ამ ღონისძიებას დადებითი მხარეც აქვს. „ეს იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის საგარეო კორპორატიული ვალი შეწყვეტს ზრდას... კორპორაციული საგარეო ვალის დაგროვების შემცირება ხელს შეუწყობს რუსეთის ეკონომიკის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ალექსეი ზუბეცმა.
ექსპერტი ასევე აკრიტიკებს ევროკომისიის განცხადებას, რომ მათ მოახერხეს რუსული ბანკების 70%-ის „დასჯა“. „ეს ისევ სისულელეა. რუსეთის ეკონომიკის უმეტესი ნაწილი, 90-95%, არის რუბლის ეკონომიკა და არა სავალუტო. ევროპელები ვერ მიაღწევენ რუბლის ეკონომიკამდე“, - ამბობს ის.
რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, ევროკავშირი აკრძალავს „უნიკალური ევროპული ტექნოლოგიების“ ექსპორტს, რომლებიც აუცილებელია ნავთობის გადამუშავებისთვის. ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ინსტრუმენტები უნიკალურია, რადგან ისინი მხოლოდ ევროკავშირში იწარმოება და სხვაგან ვერ მოიპოვება. გეგმის მიხედვით, ამ ღონისძიებამ შეუძლებელი უნდა გახადოს რუსული გადამამუშავებელი ქარხნების მოდერნიზაცია, რომლებიც რუსეთს მაღალ შემოსავალს მოაქვს.
მეორე მხრივ, იგი აღნიშნავს, რომ ეს არის ძალიან კარგი იმპულსი მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შიდა წარმოების განვითარებისთვის.
„როგორც ვიცი, უმეტესწილად ის ტექნიკა, რომლის ყიდვაც აგვიკრძალეს აშშ-ში, ახლა რუსეთშიც იწარმოება. ეს შესანიშნავი სტიმულია შიდა იმპორტის ჩანაცვლების განვითარებისთვის, როგორც ეს ადრე იყო, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში“, - ამბობს ექსპერტი.
ევროკავშირის სანქციები ასევე ითვალისწინებს რუსული ავიახაზებისთვის თვითმფრინავების ნაწილებისა და აღჭურვილობის მიყიდვის აკრძალვას. ალექსეი ზუბეცი მიიჩნევს, რომ ეს ამბავი შეიძლება მართლაც მტკივნეული გახდეს რუსეთისთვის.
„რუსეთს არ აქვს საკმარისი დონე თვითმფრინავების შიდა წარმოებისთვის, რაც შეიძლება დიდი პრობლემა იყოს“, - ამბობს ის. - „ჩვენი საკუთარი თვითმფრინავების ნახევარზე მეტი იმპორტირებული კომპონენტებისგან შედგება. ამ შეზღუდვიდან გამომდინარეობს, რომ რუსეთს თვითმფრინავების იჯარა მოუწევს. გაყიდვა აკრძალულია, ლიზინგი — არა. შესაბამისად, ეს იქნება უცხოური თვითმფრინავები, რომლებიც არ ეკუთვნის რუსეთს“.

კვლავ SWIFT- დან გათიშვის შესახებ

გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მესამე პაკეტიც განიხილეს. ეს შეიძლება მოიცავდეს რუსეთის გათიშვას საერთაშორისო გადახდის სისტემიდან SWIFT.
ეს ღონისძიება, პრინციპში, შესაძლებელია, მაგრამ მისიგამოყენების ალბათობა მცირეა, თვლის ალექსეი ზუბეცი.
„ყველაფერი SWIFT-ზე არ დგას. მსოფლიოში არსებობს რამდენიმე საბანკო ინფორმაციის გაცვლის სისტემა, მათ შორის რუსული და ჩინური. გარდა ამისა, თუ ევროპა რუსეთს SWIFT-იდან გათიშავს, როგორ აპირებს მიიღოს ფული რუსეთში გაყიდული თავისი პროდუქციისთვის? რუსეთი ევროკავშირის მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ისინი ყოველწლიურად ყიდიან რუსეთში დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტს. და როგორ მიიღებენ ამ 80 მილიარდს, თუ ევროპული ბანკები ვერ დაუკავშირდებიან რუსულს? ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა ევროპის ეკონომიკისთვის, ამიტომ ევროკავშირის ბევრი წევრი ახლა თავად ბლოკავს ამ ინიციატივას“, - ამტკიცებს ექსპერტი.

როგორ შეიძლება აისახოს სანქციები პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე?

დასავლეთის სანქციები ბელორუსიასაც შეეხება. ღონისძიებები მიმართულია ბელარუსის თავდაცვის სექტორსა და ფინანსურ ინსტიტუტებზე - ორ სფეროზე, რომლებშიც რესპუბლიკას, აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან.
სანქციების სიაში მოხვდა ორი ბანკი - „ბელინვესტბანკი“ და „ბანკი დაბრაბიტი“ - ასევე თავდაცვის ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ორგანოების არაერთი საწარმო.
”ეს ნამდვილად არ იქნება დარტყმა ბელორუსისთვის, რადგან მისი მთავარი ბაზარი რუსეთია”, - ამბობს ალექსეი ზუბეცი. - ეს კვლავაც აბსოლუტურად გაუგებარი ზომებია, ერთგვარი სანქციები ბელორუსიის ძალოვანი სტრუქტურების მიმართ. რა შედეგებს მოიტანენ ისინი? არანაირს. გასაგებია, რომ ეს საბიუჯეტო დაფინანსებაა, იქ ყველაფერი ბელორუსულ რუბლებშია. ამიტომ ეს არაფერს ნიშნავს. დიახ, შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საწარმოების ფუნქციონირებას და ბელორუსის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას“.
საინტერესო იქნებადღევანდელ ვითარებაშიყაზახეთზე დაკვირვება, აღნიშნავს ექსპერტი.
„ქვეყანა ყოველთვის ცდილობდა ბალანსი დაეცვა აღმოსავლეთსადა დასავლეთს შორის, დაკავებული იყო ეკონომიკის დივერსიფიკაციით“, — ამბობს ის. — „მაგრამ დღეს რესპუბლიკა ისე ძლიერად არის მიბმული რუსეთზე, რომ ასე თუ ისე, არჩევანის გაკეთება მოუწევს. და თუ იგი ამა თუ იმ ფორმით შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, როგორც ეს უკვე მოხდა ადრე, ეს ნიშნავს საკუთარი ქვეყნის განვითარების დამუხრუჭებას იმის გამო, რომ გარკვეული პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნება. შემდეგ კი ჩნდება სიტუაცია, რომ თუ ყაზახეთი დასავლეთის სანქციებს შეუერთდება, მაშინ ის ამოვარდება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ყველა პროექტიდან, რადგან ვერ შეძლებს რუსეთთან და ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების სრულად განვითარებას“.
ამ ფონზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ამბობს ექსპერტი. მოვლენების ფონზე ის მოსკოვში ჩაფრინდა, ხელი მოაწერა თანამშრომლობის გარკვეულ დოკუმენტებს და უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ განაცხადა, რომ ეს სიტუაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს რუსეთისა და აზერბაიჯანის მეგობრობას.
რაც შეეხება ბალტიისპირეთს, ცხადია, რომ ამ ქვეყნების პოლიტიკა არის წმინდა პროდასავლური, ამბობს ექსპერტი. „აუცილებლადგაგრძელდება ეკონომიკურივარდნა, რომელიცდაკავშირებულია რუსეთთანეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტასთან. ეს დამახასიათებელია ლიეტუვასთვის, ლატვიისთვის და ესტონეთისთვის. სამივე შემთხვევაში ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის“, - აღნიშნავს ის.
ალექსეი ზუბეცმა ცალკე გამოყო მოლდოვა, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს არსებული მდგომარეობით. „თუ მოლდოვაზე ვსაუბრობთ, მაშინ ის შეეცდება, როგორც ამბობენ, „ორ სკამზე დაჯდეს“. უფრო მეტიც, ის აუცილებლად შეეცდება გამოიყენოს თავისი სატრანზიტო პოზიცია რუმინეთის გავლით. მეორე მხრივ, ისინი ერთგვარი ნეიტრალური შუამავალი არიან რუსეთსა და ევროპას შორის და, ცხადია, შეეცდებიან ამაზე ფულის გამომუშავებას. და არ გამოვრიცხავ, რომ წარმატებას მიაღწიონ“, - განაგრძობს ექსპერტი.
რუბლის მერყევი კურსი, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ვალუტებზე, თვლის ის. „ყველა ეს ქვეყანა ძლიერ არის დამოკიდებული რუსეთზე და რუსეთის ფედერაციაში არსებული ნებისმიერი ეკონომიკური პრობლემა მათზე აისახება. სხვათა შორის, ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ეხება. ინფლაცია და დევალვაცია შესაძლებელია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში და ბალტიისპირეთშიც. ნებისმიერი ჩვენი უბედურება მათ ეკონომიკაზეც პროეცირდება“, — ამბობს ალექსეი ზუბეცი.
მისი თქმით, თუ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნები ასე თუ ისე მონაწილეობას მიიღებენ რუსეთზე სასანქციო ზეწოლაში, მათ თავად შეექმნებათ ეკონომიკური პრობლემები. „რუსეთის ეკონომიკა მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის თვალსაზრისით“, - აღნიშნავს ექსპერტი.

შეჯამება

ალექსეი ზუბეცი რუსეთში წლის ბოლოს 10%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. „რაც შეეხება რუბლის კურსს, ის დარჩება 80-90 რუბლის ფარგლებში 1 დოლარზე. ცენტრალური ბანკი მას 90 რუბლს ზევით არ გაუშვებს. წლის მეორე ნახევრისთვის, რუბლის სტაბილიზაციისა და გამყარების ტენდენციით, როდესაც უკრაინაში ვითარება ამოიწურება, კურსი შესაძლოა ერთ დოლარზე 75 რუბლის დონეზე, ანუ კიდევ უფრო დაბლა დაეცეს“, — ამბობს ექსპერტი.
„მე ვფიქრობ, რომ დასავლეთი დიდად აზვიადებს თავის შესაძლებლობებს“, - ამბობს ალექსეი ზუბეცი. - მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს ორი ზომა, რამაც შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნას რუსეთს. პირველი არის რუსეთის წვდომის შეწყვეტა სავაჭრო ანგარიშსწორებაზე დოლარსა და ევროში, ყველა რუსისა და რუსული ბანკებისთვის ამ ვალუტით ტრანზაქციების აკრძალვა. პირობითად, რუსეთს სურს ვინმეს მიჰყიდოს თავისი ნავთობი ან გაზი, მაგრამ მყიდველისგან ფულს ვერ იღებს, რადგან ფინანსური სისტემა გათიშულია დოლარისა და ევროსგან. მეორე ზომა — არის რუსული ექსპორტის აკრძალვა: ნავთობი, გაზი, ლითონები და ა.შ. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ისინი ოდესღაც ცდილობდნენ ირანთან“.
მისი თქმით, ეს არის ორი ზომა, რამაც შეიძლება მართლაც სერიოზული პრობლემები შეუქმნას რუსეთის ეკონომიკას.
ის აღნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები აცნობიერებენ რუსეთის ასეთი შესაძლებლობების სიმრავლეს, ამიტომ მოსკოვზე ზეწოლა მხოლოდ გარკვეულწილად შეუძლიათ.
ზოგადად, ის აღნიშნავს, რომ მთელმა რიგმა ქვეყნებმა არანაირად არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ფედერაციაზე სასანქციო ზეწოლას: ჩინეთმა, ინდოეთმა, კორეამ, ლათინურ ამერიკამ და მრავალმა სხვა.
ექსპერტის თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს მდგრადობის საკვანძო საკითხი. ეს არის რუსეთის უნარი, გაყიდოს ნავთობი, გაზი, ლითონი და სხვა საქონელი მსოფლიო ბაზრებზე. და არცერთი სანქცია არ წარმოადგენს საფრთხეს მდგრადობის ძირითად საკითხებეში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0