https://sputnik-georgia.com/20220226/rusetis-tele-da-radioarxebma-evropis-mauwyebelta-kavsiri-datoves-264815033.html
რუსეთის ტელე- და რადიოარხებმა „ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ დატოვეს
რუსეთის ტელე- და რადიოარხებმა „ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ დატოვეს
Sputnik საქართველო
„პირველმა არხმა“, VGTRK-მა და „რადიო სახლი ოსტანკინომ“ რუსეთის „ევროვიზია 2022“-ის კონკურსიდან მოხსნის შემდეგ საპასუხო ნაბიჯი გადადგეს
2022-02-26T20:15+0400
2022-02-26T20:15+0400
2022-02-26T20:15+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1d/250195573_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_dd88d9e5c2c022e972b3ba418555b5f1.jpg
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. „პირველი არხი“, რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიოსამაუწყებლო კომპანია (VGTRK) და „რადიო სახლი ოსტანკინო“ რუსეთის „ევროვიზია 2022“-ის კონკურსიდან მოხსნის საპასუხოდ „ევროპის მაუწყებელთა კავშირს“ (EBU) ტოვებენ.მაუწყებლების ერთობლივ კომენტარში ეს ფაქტი განიხილება, როგორც „უადგილო პოლიტიკური მსხვერპლშეწირვა მუსიკალურ ფორუმზე, რომელიც ყოველთვის ხაზს უსვამდა მის არაპოლიტიკურ სტატუსს“.„რუსეთის ჩამოშორება არის ბოლო, მაგრამ ნამდვილად არა პირველი მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც „ევროვიზიას“ უკავშირდება“, - აცხადებენ მაუწყებლები და წინა შემთხვევები მაგალითად მოჰყავთ.2016 წელს გაიმარჯვა სიმღერამ „1944“, რომელიც ღია პოლიტიკური მანიფესტია. რამდენიმე წლის შემდეგ კი კონკურსის ორგანიზატორებმა დისკვალიფიკაცია მიანიჭეს ბელარუსს („მე გასწავლი“, Я научу тебя), საბაბად კი სწორედ პოლიტიკა დასახელდა.„ეს არის მხოლოდ ორი მაგალითი მსგავსი სერიიდან, როდესაც კონკურსის ორგანიზატორები მიკერძოებულად და შერჩევით უდგებიან ტერმინ „პოლიტიკის“ ინტერპრეტაციას. ამ დროს მათ ევროკავშირის ნება აღასრულეს, მიუხედავად იმისა, რომ EBU-ს წევრების ნახევარი მასში არ შედის“.სამწუხაროდ, EBU დაემსგავსა კლუბს, რომლის წევრებიც არათანაბარ პირობებში არიან. და ამიტომ ჩვენთვის შეუძლებელია შემდგომში მასში დარჩენა, აცხადებენ „პირველი არხი“, VGTRK და „რადიო სახლი ოსტანკინო“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1d/250195573_288:0:3017:2047_1920x0_80_0_0_db000be0c05521cf5b83221d6cbe9714.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი ტელეარხები „ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ დატოვენა
რუსეთი ტელეარხები „ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ დატოვენა
რუსეთის ტელე- და რადიოარხებმა „ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ დატოვეს
„პირველმა არხმა“, VGTRK-მა და „რადიო სახლი ოსტანკინომ“ რუსეთის „ევროვიზია 2022“-ის კონკურსიდან მოხსნის შემდეგ საპასუხო ნაბიჯი გადადგეს
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. „პირველი არხი“, რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიოსამაუწყებლო კომპანია (VGTRK) და „რადიო სახლი ოსტანკინო“ რუსეთის „ევროვიზია 2022“-ის კონკურსიდან მოხსნის საპასუხოდ „ევროპის მაუწყებელთა კავშირს“ (EBU) ტოვებენ.
მაუწყებლების ერთობლივ კომენტარში ეს ფაქტი განიხილება, როგორც „უადგილო პოლიტიკური მსხვერპლშეწირვა მუსიკალურ ფორუმზე, რომელიც ყოველთვის ხაზს უსვამდა მის არაპოლიტიკურ სტატუსს“.
„რუსეთის ჩამოშორება არის ბოლო, მაგრამ ნამდვილად არა პირველი მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც „ევროვიზიას“ უკავშირდება“, - აცხადებენ მაუწყებლები და წინა შემთხვევები მაგალითად მოჰყავთ.
2016 წელს გაიმარჯვა სიმღერამ „1944“, რომელიც ღია პოლიტიკური მანიფესტია. რამდენიმე წლის შემდეგ კი კონკურსის ორგანიზატორებმა დისკვალიფიკაცია მიანიჭეს ბელარუსს („მე გასწავლი“, Я научу тебя), საბაბად კი სწორედ პოლიტიკა დასახელდა.
„ეს არის მხოლოდ ორი მაგალითი მსგავსი სერიიდან, როდესაც კონკურსის ორგანიზატორები მიკერძოებულად და შერჩევით უდგებიან ტერმინ „პოლიტიკის“ ინტერპრეტაციას. ამ დროს მათ ევროკავშირის ნება აღასრულეს, მიუხედავად იმისა, რომ EBU-ს წევრების ნახევარი მასში არ შედის“.
სამწუხაროდ, EBU დაემსგავსა კლუბს, რომლის წევრებიც არათანაბარ პირობებში არიან. და ამიტომ ჩვენთვის შეუძლებელია შემდგომში მასში დარჩენა, აცხადებენ „პირველი არხი“, VGTRK და „რადიო სახლი ოსტანკინო“.