მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვი: კიევმა მოლაპარაკებაზე უარი თქვა, მოსკოვმა სპეცოპერაცია განაახლა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2022
გამოწერა
პესკოვის თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციის შეჩერების ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა პარასკევს გასცა
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. რუსული ჯარების უკრაინის ტერიტოეიაზე გადაადგილება განახლდა მას შემდეგ, რაც კიევმა მოლაპარაკებაზე უარი თქვა, განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა, იტყობინება РИА Новости.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს გასცა ბრძანება, შეჩერდეს უკრაინის დემილიტარიზაციის ოპერაცია მოლაპარაკებების მოლოდინში, მაგრამ კიევმა მოლაპარაკებაზე უარი თქვა და ძირითადი ძალების წინსვლა გაგრძელდა.
„რადგან უკრაინულმა მხარემ არსებითად უარი თქვა მოლაპარაკებაზე, დღეს, დღის მეორე ნახევარში რუსული ძირითადი ძალების წინსვლა ოპერაციის გეგმის შესაბამისად განახლდა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა განაცხადა, რომ კიევს პირობები არ აკმაყოფილებდა.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და საჰაერო სივრცე დაკეტა.
წყარო - РИА Новости.
ყველა ახალი ამბავი
0