https://sputnik-georgia.com/20220226/ori-weli-kovidtan-ertad-prognozebi-264807342.html
ორი წელი კოვიდთან ერთად - პროგნოზები
ორი წელი კოვიდთან ერთად - პროგნოზები
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ვაქცინაციის გეგმის შესრულებას ვერ შეძლებს.
2022-02-26T14:00+0400
2022-02-26T14:00+0400
2023-08-17T18:16+0400
ანალიტიკა
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/08/251409898_0:200:3068:1926_1920x0_80_0_0_402f3aea174ff17ed4aa6617ba93d6e3.jpg
საქართველოში ხელმისაწვდომია კორონავირუსის ოთხი ვაქცინა - Pfizer, Sinovac, Sinopharm, თუმცა ქვეყანა ვაქცინაციის გეგმას ვერ ასრულებს. ქვეყანაში გაცხადებულია მიზანი - ივლისისთვის მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია, მაგრამ ჯერჯერობით აცრილია ზრდასრული მოქალაქეების მხოლოდ 43,3%.ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ამ გეგმის შესრულებას ვერ შეძლებს.სურგულაძე მიიჩნევს, რომ ბოლო ორ წელიწადში საქართველომ ვერაფერი ვერ ისწავლა. ქვეყანამ კორონავირუსის გამო 16 ათასზე მეტი მოქალაქე დაკარგა, რაც ევროპაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.„სამწუხაროდ, ვერაფერი ვისწავლეთ, - ამბობს სპეციალისტი, - ვერ ვისწავლეთ სიტუაციის და ჯანდაცვის სისტემის მართვა. რა თქმა უნდა, ოდესღაც ეპიდემია დასრულდება, მაგრამ საქართველო იქნება ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, რომელიც რეალურად დაამარცხებს ეპიდემიას".რაც შეეხება პროგნოზებს, პანდემიიდან ორი წლის შემდეგაც კი, ექსპერტებს უჭირთ რაიმეს თქმა და პროგნოზირება, თუ როგორ მოიქცევა ვირუსი მომავალში.სურგულაძემ გაიხსენა, რომ პანდემიის დასაწყისში ყველას ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის იმედი ჰქონდა, მაგრამ ვირუსი უფრო მძიმე აღმოჩნდა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ანტისხეულები მცირე ხნით რჩება ორგანიზმში და ადამიანები მეოთხედ და მეხუთედ ავადდებიან ინფექციით.„არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მოგვცემს რაიმეს განჭვრეტის შესაძლებლობას, შესაძლოა, აპრილში ახალი შტამი გამოჩნდეს, ან შეიძლება ისიც მოხდეს, რომ ყველაფერი ივლისში დასრულდება“, - განაცხადა სურგულაძემ.ექსპერტი ამჟამად გამოსავალს ნიღბების ტარებაში, ვაქცინაციაში ხედავს, კერძოდ, ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების ახალი კამპანიის დასაწყისში. სურგულაძის თქმით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში დაგვიანებული დიაგნოსტირება არ მოხდეს, რაც ბევრ ადამიანს გადაარჩენს სიცოცხლეს.როგორ დაიწყო ყველაფერი?ზუსტად ორი წლის წინ საქართველო ახალი რეალობის წინაშე დადგა - ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.მას შემდეგ ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყველაფერი შეიცვალა. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ პანდემია ერთი წელი გაგრძელდებოდა, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგაც ვირუსი არ ქრება და არავინ იცის, როდის მოგვარდება მსოფლიოში მთავარ თემად ქცეული ჯანმრთელობის პრობლემა.როდის დასრულდება პანდემია?2022 წლის 11 მარტს ზუსტად ორი წელიწადი შესრულდება მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა.ექსპერტები ამბობენ, რომ ინფექცია არ შეჩერდება მანამ, სანამ მსოფლიოს მოსახლეობის 80% ვაქცინების ან დაავადებების გადატანის შედეგად გლობალურ იმუნიტეტს არ შეიძენს. ჯანმო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, აცრას მოსახლეობის 70%, რათა ინფექციამ უკან დაიხევა დაიწყოს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/08/251409898_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_762c822946f555e923bd91dd0c7d6556.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2 წელი კორონავირუსი პროგნოზები
2 წელი კორონავირუსი პროგნოზები
ორი წელი კოვიდთან ერთად - პროგნოზები
14:00 26.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) „ალფა“, „დელტა“, „ომიკრონი“ - კორონავირუსის პანდემიიდან ორი წლის შემდეგ, მსოფლიოში არსებობს სამი ყველაზე გავრცელებული შტამი, მათი მრავალი ქვეტიპი და დაახლოებით ათი ვაქცინა
საქართველოში ხელმისაწვდომია კორონავირუსის ოთხი ვაქცინა - Pfizer, Sinovac, Sinopharm, თუმცა ქვეყანა ვაქცინაციის გეგმას ვერ ასრულებს. ქვეყანაში გაცხადებულია მიზანი - ივლისისთვის მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია, მაგრამ ჯერჯერობით აცრილია ზრდასრული მოქალაქეების მხოლოდ 43,3%.
ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ამ გეგმის შესრულებას ვერ შეძლებს.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო ივლისამდე ვერ შეძლებს ქვეყნის მოსახლეობის 70%-ის აცრას, - ამბობს ექსპერტი, - კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 42% არ აპირებს აცრას, ხოლო 23% ფიქრობს. და მერწმუნეთ, ისინიც არ აიცრებიან“.
სურგულაძე მიიჩნევს, რომ ბოლო ორ წელიწადში საქართველომ ვერაფერი ვერ ისწავლა. ქვეყანამ კორონავირუსის გამო 16 ათასზე მეტი მოქალაქე დაკარგა, რაც ევროპაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
„სამწუხაროდ, ვერაფერი ვისწავლეთ, - ამბობს სპეციალისტი, - ვერ ვისწავლეთ სიტუაციის და ჯანდაცვის სისტემის მართვა. რა თქმა უნდა, ოდესღაც ეპიდემია დასრულდება, მაგრამ საქართველო იქნება ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, რომელიც რეალურად დაამარცხებს ეპიდემიას".
რაც შეეხება პროგნოზებს, პანდემიიდან ორი წლის შემდეგაც კი, ექსპერტებს უჭირთ რაიმეს თქმა და პროგნოზირება, თუ როგორ მოიქცევა ვირუსი მომავალში.
სურგულაძემ გაიხსენა, რომ პანდემიის დასაწყისში ყველას ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის იმედი ჰქონდა, მაგრამ ვირუსი უფრო მძიმე აღმოჩნდა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ანტისხეულები მცირე ხნით რჩება ორგანიზმში და ადამიანები მეოთხედ და მეხუთედ ავადდებიან ინფექციით.
„არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მოგვცემს რაიმეს განჭვრეტის შესაძლებლობას, შესაძლოა, აპრილში ახალი შტამი გამოჩნდეს, ან შეიძლება ისიც მოხდეს, რომ ყველაფერი ივლისში დასრულდება“, - განაცხადა სურგულაძემ.
ექსპერტი ამჟამად გამოსავალს ნიღბების ტარებაში, ვაქცინაციაში ხედავს, კერძოდ, ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების ახალი კამპანიის დასაწყისში. სურგულაძის თქმით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში დაგვიანებული დიაგნოსტირება არ მოხდეს, რაც ბევრ ადამიანს გადაარჩენს სიცოცხლეს.
ზუსტად ორი წლის წინ საქართველო ახალი რეალობის წინაშე დადგა - ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
მას შემდეგ ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყველაფერი შეიცვალა. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ პანდემია ერთი წელი გაგრძელდებოდა, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგაც ვირუსი არ ქრება და არავინ იცის, როდის მოგვარდება მსოფლიოში მთავარ თემად ქცეული ჯანმრთელობის პრობლემა.
როდის დასრულდება პანდემია?
2022 წლის 11 მარტს ზუსტად ორი წელიწადი შესრულდება მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ინფექცია არ შეჩერდება მანამ, სანამ მსოფლიოს მოსახლეობის 80% ვაქცინების ან დაავადებების გადატანის შედეგად გლობალურ იმუნიტეტს არ შეიძენს. ჯანმო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, აცრას მოსახლეობის 70%, რათა ინფექციამ უკან დაიხევა დაიწყოს.