Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი საქართველოში: ვითარება 2 წლის შემდეგ

გამოწერა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში 2 წლის მანძილზე 1,5 მლნ ადამიანზე მეტი დაინფიცირდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 26 თებერვლის მონაცემებით, 16 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის 104.568 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში, სადაც ოფიციალურად 3,7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინაციის სრული კურსი ზრდასრული მოსახლეობის 43,4%-ს აქვს ჩატარებული. ამ დროისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinovak-ისა და Sinopharm-ის ვაქცინები. საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
1მარტიდან საქართველოში დაწესებული კოვიდ-შეზღუდვები უქმდება, მათ რიცხვშია მასობრივ ღონისძიებების გამართვასა და ღამის კლუბების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, ძალაში რჩება პირბადის ტარების აუცილებლობა.
„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაეცნობა თუ რა ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე.
ყველა ახალი ამბავი
0