მოსაზრება: უკრაინის ხელისუფლება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ

© REUTERS / Courtesy of World Press Photo Foundation
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
ტერორის პოლიტიკა უკრაინის „არამომხრე“ მოქალაქეების მიმართ ამ ქვეყანას ათასობით სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
დონბასში რვაწლიანი ომის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლებამ და ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიერ კონტროლირებადმა საბრძოლო დაჯგუფებებმა არაერთი დაშინებისა და ტერორის აქცია ჩაიდინეს, შედეგად კი იხოცებოდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
სისხლიანი ტრაგედიები ოდესაში, მარიუპოლში, მშვიდობიანი ლუგანსკის ცენტრის დაბომბვა, უკრაინელი ჯარისკაცების დახვრეტა ვოლნოვახში იმის გამო, რომ მათ უარი განაცხადეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნაზე – ეს კიევში 2014 წლის მაიდანის მოვლენების შედეგად დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის სისასტიკის გამოვლენის ყველაზე ცნობილი შემთხვევებია.

მასობრივი მკვლელობები

2014 წელს მაიდანზე განვითარებულ მოვლენებს უკრაინაში მოჰყვა ნაციონალისტების სასტიკი გამოსვლები. თავდაპირველად აქტივისტები თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მხოლოდ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მაგრამ მალევე გადავიდნენ მკვლელობებზე.
2014 წლის 2 მაისის ტრაგედიამ ოდესაში 48 ადამიანი შეიწირა, 240 დაშავდა. რადიკალური ნაციონალისტები თავს დაესხნენ უკრაინის ფედერალიზაციის მოთხოვნით გამართული მიტინგის მონაწილეებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ. მომიტინგეებმა პროფკავშირების სახლს შეაფარეს თავი, თუმცა რადიკალებმა მოლოტოვის კოქტეილებით შენობას ცეცხლი წაუკიდეს და იქიდან გამოქცეულ ხალხს უსწორდებოდნენ. 42 ადამიანი, მათ შორის, ქალები, ცოცხლად დაიწვა, 6 ადამიანი ქუჩაში მოკლეს.
ადამიანების დაღუპვის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დღემდე არ არის დასრულებული. პროფკავშირების სახლში გადარჩენილები რაღაც მომენტში შენობის გადაწვაში დაადანაშაულეს, ექვსმა ადამიანმა საგამოძიებო იზოლატორში ხუთი თვე გაატარა, 30-მა – შინაპატიმრობაში.
რამდენიმე დღეში, 2014 წლის 9 მაისს მარიუპოლში ისტორიამ დაიქუხა, განსაკუთრებით მასობრივი და თვალშისაცემი იყო მაიდანის შემდეგ მოსული რეჟიმისა და ახალი ხელისუფლების პირველი ინიციატივების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია. გამარჯვების დღის აღნიშვნა საპროტესტო მიტინგში გადაიზარდა. ადგილობრივ მილიციას შეკრებილთა დაშლა უბრძანეს, თუმცა სამართალდამცველებმა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადეს. ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ჯარების ტანკები და ჯავშანმანქანები შეიყვანეს. ჯარისკაცებმა შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობას, ასევე მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დაიღუპა 7 მშვიდობიანი მოქალაქე და შეიარაღებული ძალების 4 მებრძოლი, ასევე მარიუპოლის „გაის“ უფროსი.
2014 წლის მაისი-ივნისის მოვლენების მონაწილეთა ინფორმაციით, უკრაინის ავიაცია აქტიურად ბომბავდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ქალაქებსა და სოფლებს.
2014 წლის 2 ივნისს ერთსაათიანი დასვენებისას უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მოიერიშემ უმართავი რაკეტებით დაცხრილა ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის შენობა. შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი და დაიჭრა 28 მშვიდობიანი მცხოვრები. მეორე საავიაციო დარტყმა განხორციელდა ლუგანსკის სტანიცის რაიონზე და შედეგად დაიღუპა დაახლოებით 10 ადგილობრივი მცხოვრები.
2014 წლის 3 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიამ იერიში მიიტანა ქალაქ კრასნი ლიმანის საავადმყოფოზე. სროლის მომენტში შენობაში ექიმები და პაციენტები იმყოფებოდნენ, რომელთა შორის იყვნენ დონეცკის წინააღმდეგობის რაზმების დაჭრილი მეომრები. შედეგად დაიღუპა 10 მეამბოხე და 8 მშვიდობიანი მცხოვრები.
კონფლიქტის დაწყებისთანავე საცხოვრებელი კვარტლებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვა არ შეწყვეტილა. დევნილები ჟურნალისტებს უამბობდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები და რაზმები ცდილობდნენ არ გაეშვათ ისინი საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. რუსეთის საზღვრებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტებისკენ მიმავალი გზები ივნისის ბოლოდან ივლისის შუა რიცხვებამდე იცხრილებოდა.
შედეგად საზღვრების მისადგომებთან დაგროვდა ბევრი მიტოვებული ავტომობილი, ზოგიერთ მათგანში პოულობდნენ დახოცილ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებმაც გაქცევა ვერ მოასწრეს.
დონბასის ტერიტორიის ნაწილის გათავისუფლების შემდეგ რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა აქტიურად დაიწყეს სამარხების ძებნა, რომლებიც უკრაინულმა დაჯგუფებებმა დატოვეს. შედეგად დონეცკის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების 130 საძმო სასაფლაო. კიდევ 17 სტიქიური სამარხია აღმოჩენილი ლუგანსკის ტერიტორიაზე.

ვინ და როგორ დათვალა

უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნაციონალური გვარდიის სამხედროების მსხვერპლი რამდენჯერმე დაითვალა.
2014 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე შეადგინა „უკრაინაში ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევათა თეთრი წიგნი“, სადაც თავი მოიყარა კონფლიქტის დასაწყისის მოვლენებმა.
დონბასში დაპირისპირების ცხელი ფაზის დაწყებიდან მონიტორინგს აწარმოებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი. უწყება თავს უყრის უკრაინაში მოვლენების თვითმხილველების დაკითხვების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას. კონფლიქტის განმავლობაში 467 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამხედრო დანაშაულების მუხლებით.
რეგიონში 2014 წლის მარტიდან მუშაობს ეუთოს სპეციალიზებული მისია, რომლის თანამშრომელთა რიცხვმა დონეცკის შტაბ-ბინაში რაღაც მომენტში ხუთას კაცს გადააჭარბა.
გაეროს უსაფრთხოების საბჭოში 2022 წლის 17 თებერვლის სხდომამდე რუსეთმა გაავრცელა მოხსენება, რომელშიც შეჯამებული იყო უკრაინის ხელისუფლების მიერ რვა წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების ყველა მონაცემი.
მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგი მერყეობს 1,4 ათასსა და 9 ათას ადამიანს შორის.
ეუთოს მისია მოხსენებებში საუბრობს 1400 დაღუპულზე, რომელთაგან 133 ბავშვია და ეს მხოლოდ 2016 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში. აღნიშნულია, რომ დაზარალებულ მშვიდობიან მცხოვრებთა დიდი ნაწილი სწორედ კიევის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, დონბასში კონფლიქტის დაწყებიდან დაიღუპა 2600 მშვიდობიანი მცხოვრები, დაიჭრა არანაკლებ 5500 ადამიანი.
9000 ადამიანი ემსხვერპლა კონფლიქტს 2021 წლის მიწურულის მონაცემებით, აღნიშნავს დონეცკისა და ლუგანსკის ხელისუფლება.
დონბასში კონფლიქტის ცხელ ფაზაში დამკვირვებლები და ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და დაჯგუფებების მიერ გატარებული ტერორის პოლიტიკა, მათ შორის, ითვალისწინებდა ინფრასტრუქტურის განადგურებას, რათა რეგიონის მცხოვრებნი სახლებიდან გამოედევნათ. საგამოძიებო კომიტეტში დაითვალეს, რომ სულ დაინგრა 2200 სამოქალაქო ობიექტი. ასეთ პოლიტიკას „წარმატება“ ჰქონდა, გაეროს მონაცემებით, 2015 წლისთვის დონბასიდან დევნილების რაოდენობამ 1,5 მლნ ადამიანს მიღწია.
უპირატესად სწორედ კიევის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობა დაზარალდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაკითხა 140 ათასზე მეტი თვითმხილველი და შედეგად ქვეყნის 22 ათასი მოქალაქე დაზარალებულად გამოცხადდა. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში უკრაინის წინააღმდეგ 7,5 ათასი სარჩელია შეტანილი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0