უკრაინის შანსი

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
როსტისლავ იშჩენკო
საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში უკრაინული საზოგადოება ისეთივე ინფანტილური იყო, როგორც იმ დროის ყველა პოსტსაბჭოური საზოგადოება. ერთი იდეოლოგიზებული სისტემიდან გამოღწევისას მას ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა ეცხოვრა და წარმატებით განვითარებულიყო ყოველგვარი გაბატონებული იდეოლოგიის გარეშე. ვინაიდან კომუნისტური იდეა იმ მომენტში იყო საკმაოდ დისკრედიტებული, საზოგადოებამ ლოგიკურად დაასკვნა, რომ აუცილებელი იყო კაპიტალიზმის დაჩქარებული მშენებლობა.
ხაზს ვუსვამ - სწორედ მშენებლობა, თუმცაღა საქმით (მათ შორის, მარქსის თანახმად) კაპიტალიზმი ლოგიკურად წარმოიქმნება კაპიტალიზმამდე არსებული ფორმებიდან (თუნდაც ფეოდალიზმიდან, თუნდაც საბჭოთა სოციალიზმიდან). საზოგადოებრივი განვითარების პროცესის იდეოლოგიური შემადგენლით დაჩქარების მცდელობა სერიოზულ ეკონომიკურ და ფსიქიკურ დეფორმაციას იწვევს, რაც ანგრევს როგორც საზოგადოებას, ისე ისტორიული პროცესის ნორმალურ მსვლელობას.
ამის მიუხედავად, პოსტსაბჭოურ უკრაინულ საზოგადოებას უნდოდა „ყველაფერი და დაუყოვნებლივ“, ამიტომაც დადო ფსონი შესაფერის პოლიტიკოსებზე, რომლებიც ჰპირდებოდნენ ყველაფერს, მათ შორის უფასო ბონუსის სახით - ვარსკვლავს ზეციდან. პოსტსაბჭოელი ადამიანები, „ახლებური აზროვნებით“ შთაგონებულნი, შეუდგნენ „კაპიტალიზმის შენებას“ ისეთივე მონდომებით, როგორითაც მათი პაპები და პაპის პაპები კომუნიზმს აშენებდნენ.
სხვათა შორის, „კაპიტალიზმის მშენებლებს“, რომლებიც ბევრად არ სჯობდნენ „კომუნიზმის მშენებლებს“, წარმოედგინათ, რის აშენება სურდათ - საზოგადოების დიდ ნაწილს კაპიტალიზმი წარმოდგენილი ჰქონდა შეუმდგარ კომუნიზმად, მხოლოდ „ნამდვილ“ კომუნიზმად: მუშაობა პრაქტიკულად საჭირო არ არის, სამაგიეროდ ფულს იძლევიან, რამდენსაც გინდა, და მაღაზიებიც სავსეა, რიგები კი არ არის.
თუმცა კომუნისტებს მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდათ. ისინი რაღაც შეუცნობელს აშენებდნენ. მაშინ როცა „კაპიტალიზმის მშენებლები“ ხალხს ჰპირდებოდნენ ადგილობრივ მიყრუებულ სოფლებში ორ წელიწადში ევროპის აშენებას. როდესაც ორ წელიწადში მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა, გამოირკვა, რომ ხალხს მოთმენა აღარ სურდა. ყოფილი სსრკ-ის სლავურ რესპუბლიკებში წარმოიქმნა მძლავრი სახალხო მოძრაობა, რომელმაც მიზნად საბჭოთა რესტავრაცია დაისახა.
1993 წლის ბოლოს ელცინმა ძლივს შეინარჩუნა ძალაუფლება, როდესაც პარლამენტი ტანკებით დაცხრილა, კებიჩმა ბელარუსში და კრავჩუკმა უკრაინაში კი 1994 წლის ზაფხულში ძალაუფლება დაკარგეს. მაგრამ ქვეყნის სათავეში მოსულ რესპუბლიკურ ელიტებს არ სურდათ ძალაუფლების დაკარგვა ცენტრის სასარგებლოდ. ამიტომ რუსეთის ინტეგრაციული პროექტები უარყვეს. მხოლოდ ლუკაშენკომ წაიყვანა ბელარუსი რუსეთთან გაერთიანების გზით და იდეოლოგიურ საყრდენად სსრკ-ის ნოსტალგია გამოიყენა.
უკრაინული ელიტა საყრდენის ძიებისას ლოგიკურად მივიდა ნაციონალიზმის იდეოლოგიამდე. ბოლოსდაბოლოს ბურჟუაზიული რევოლუციები წყვეტდნენ სწორედ ნაციონალური ბაზრებისა და ბურჟუაზიული ერების ფორმირების დასრულების იდეას. რომანტიკული ნაციონალიზმი იყო XIX საუკუნის ახალგაზრდა ბურჟუაზიის იდეა, იდეალი და იდეოლოგია. ისე ჩანდა, თითქოს საკმარისი იყო კაპიტალიზმის მშენებელი სახელმწიფოს ძალის ნაციონალისტურ იდეასთან შერწყმა და ყველა პრობლემა მოგვარდებოდა.
გარდა ამისა, ნაციონალისტური იდეა საზოგადოებრივი უკმაყოფილების სანაგვეზე მოსროლის საშუალებას იძლეოდა. უკრაინის მოქალაქეებს სწრაფად აუხსნეს, რომ მათ საკუთარი რუსული იმპერიული სიმტკიცე უშლიდა ხელს, მიეღწიათ სწრაფი წარმატებისთვის კაპიტალიზმის მშენებლობის გზაზე. ბევრმა დაიჯერა და პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო ლოზუნგი „ჩაკალი შენში რუსი“, დაიწყო თავისი არსის გამოდევნა და მისი ჩანაცვლება კომუნისტური პარტიის ისტორიის ყოფილი მასწავლებლების მიერ მომზადებული ერთგვარი იდეოლოგიური სუროგატით.
შედეგად უკრაინაში მცხოვრებმა რუსმა ხალხმა დაკარგა სული, სანაცვლოდ კი ვერაფერი მიიღო. ცალკეულმა პიროვნებებმა მოახერხეს თავიანთი მთლიანობისა და წინაპრების რწმენის, კულტურისა და ენის შენარჩუნება, მაგრამ, როგორც სოციალური და ეთნიკური ჯგუფი, უკრაინის რუსები გაქრნენ. მოდერნიზებული უკრაინული ნაციონალიზმის იდეოლოგია ვერ გასცდა ადრეკაპიტალისტური ეპოქის რომანტიკული ნაციონალიზმის ამაღლებულ იდეურობას.
რომანტიკოსებს სურდათ საზოგადოების გაუმჯობესება, უკრაინელი ნაციონალ-რადიკალები ერთადერთ მიზნად ისახავდნენ მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. რომანტიკოსები იყენებდნენ პიროვნების მაქსიმალურად გათავისუფლების მეთოდს, რომლის დამოუკიდებლობაც ეფუძნება თავისუფალი მეწარმეობის შესაძლებლობას და სახელმწიფო ფუნქციების შემოფარგვლას საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის, საპოლიციო, სასამართლო და ფისკალური სფეროებით.
ХХ საუკუნის უკრაინელმა ნაციონალ-რადიკალებმა სცადეს, სახელმწიფო იდეოლოგიური მონოპოლიის მაქსიმალურ გაძლიერებას დაყრდნობოდნენ, შეექმნათ „საბჭოთა ხელისუფლება პირიქით“. ისინი ისწრაფოდნენ, საზოგადოებისთვის თავიანთი იდეალები თავს მოეხვიათ სახელმწიფოს მხრიდან იძულების გზით. საზოგადოება, რომელიც კომუნისტებისგან მიჩვეული იყო სახელმწიფოს იდეოლოგიური მანქანის მორჩილებას, არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ განაგრძობდა „ევროპული ცხოვრების“ მოთხოვნას აქ და ახლა.
ისევე, როგორც პოსტსაბჭოური ბიუროკრატია, ნაციონალისტებიც მიხვდნენ, რომ ხელისუფლებაზე კონტროლს ვერ შეინარჩუნებდნენ - საზოგადოებას უფრო სწრაფად გაუცრუვდებოდა იმედი, ვიდრე მათგან უკრაინელებს შექმნიდნენ. მაშინ შეეცადნენ გარეშე ძალების ავტორიტეტი გამოეყენებინათ და უკრაინის მართვაში მონაწილეობა უცხოელ სპეციალისტებს შესთავაზეს. ერთჯერადი აქციებით დაწყებული პროცესი 2014 წელს დასრულდა საგარეო მმართველობისთვის უკრაინის სრული გადაცემით.
მაგრამ საგარეო მმართველებს აბსოლუტურად არ აინტერესებდათ არც უკრაინელი ხალხის იმედები, არც უკრაინელი ნაციონალისტების სურვილები. სწორედ ამ დროს ამერიკა-რუსეთის დაპირისპირებამ მიაღწია ზღვარს და უკრაინას დასავლეთი, პირველ რიგში, აშშ, იხილავდა როგორც სახარჯ მასალას, რომლის ხარჯზეც შეიძლებოდა რუსეთის დასუსტება.
შედეგად რვა წელიწადი აშშ უკრაინას რუსეთთან კონფლიქტისკენ უბიძგებდა და ბოლოს საქმე მიიყვანა ომამდე, რომლიდანაც უკრაინა ძველებურ იერით ვეღარ გამოძვრება.
უკრაინული კატასტროფა თანმიმდევრულად შედგება სამი იდეური კატასტროფისგან:
კაპიტალიზმის დაჩქარებული მშენებლობა, რომელმაც ის არქაულ ჩიხურ კორუფციულ ვერსიამდე მიიყვანა;
ნაციონალური უკრაინული სახელმწიფოს მშენებლობა რუსული ეთნიკური სუბსტრატის გარდაქმნის გზით, რამაც ნორმალური საზოგადოების ნგრევა და ატომებად დაშლა და გვამური საზოგადოების წარმოშობა გამოიწვია და, ნაცვლად ვერმიღწეული ელიტური მდგომარეობისა, ტრადიციული ფასეულობების უარყოფაზე ორიენტირებულ საზოგადოებად ჩამოაყალიბა;
„ცივილიზებული ნაციების ევროპულ კლუბში“ გაწევრიანების შეუძლებლობა, რომელსაც ავტომატურად უნდა უზრუნველეყო მატერიალური სიკეთეების ევროპულ დონეზე წვდომა. გამოირკვა, რომ ევროპაში არ იღებენ და უკრაინელებს ტკბილ ცხოვრებას არავინ უბოძებს.
ამასთან, საზოგადოების, შემდეგ კი სახელმწიფოს თანმიმდევრულმა უარმა შესაძლებლობაზე, თავიანთ ბედზე საგარეო მართვის სასარგებლოდ მოეხდინათ გავლენა, გამოიწვია უკრაინული გვამის ისეთი სრული ინფანტილიზაცია, რომ ევროპული იდეის კრახმაც კი არ მისცა სტიმული, ეცადათ საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აეღოთ. საზოგადოებას მორიგი პრეზიდენტის იმედი ჰქონდა, რომელიც სასწაულებს ჰპირდებოდა. მორიგ პრეზიდენტს კი დასავლეთის იმედი ჰქონდა.
დასრულდა კატასტროფით
მაგრამ ეს კატასტროფა შეიძლება გახდეს განმწმენდი, თუ მისგან მიღებული ელდა უკრაინელებს გონს მოიყვანს, როგორც გერმანელები მოიყვანა გონს ნაციზმის კრახმა. აიძულებს, გადააფასონ ბოლო სამი ათწლეული, დაფიქრდნენ შეცდომებზე - „შესანიშნავი ახალი სამყაროს“ შექმნაზე საკუთარი ხელით.
მაშინ გამოჩნდებიან ადეკვატური პოლიტიკოსებიც და პასუხისმგებლობის მქონე მოკავშირეებიც. სხვაგვარად უკრაინული საზოგადოება არის რისკის წინაშე, ვერ გადალახოს მიმდინარე ნგრევა, გაექცეს საკუთარ თავს და გაიფანტოს სხვადასხვა ქვეყანაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0