რამდენი მაუწყებელი არღვევს კანონს საქართველოში

© photo: Sputnikთბილისის ტელეანძა
თბილისის ტელეანძა - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
მასმედია ვალდებულია დაიცვას დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი და მათი ინფორმაცია მფლობელების შესახებ მაქსიმალურად ღია უნდა იყოს.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მასმედიის დაფინანსების გამჭვირვალობის კანონის შეუსრულებლობის გამო გააფრთხილა 20 და დამრღვევად აღიარა 16 მედიასაშუალება, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
კანონმდებლობის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალება ვალდებულია დაიცვას დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი, მათი ინფორმაცია მფლობელების შესახებ მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ამასთან მათ დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია ყოველკვარტლურად უნდა წარმოადგინონ.
ასეთი ინფორმაცია 2021 წელს 38-მა ტელე- და რადიოკომპანიამ არ წარუდგინა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ან წარუდგინა არასრული სახით. 20-მა მოგვიანებით შეასწორა ინფორმაცია და მიიღო გაფრთხილება.
რაც შეეხება დამრღვევებს, კომისიის მონაცემებით, ისინი ამ ეტაპზე გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან. მონაცემების შესასწორებლად მათ 15-დღიანი ვადა მიეცათ.
კომუნიკაციების კომისიამ სამი ქართული ტელეარხი დააჯარიმა>>
ამ დროისათვის მასმედიის იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც დაარღვიეს კანონი გამჭვირვალობის შესახებ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაასახელა ტელეკომპანიები „იმედი“, „TV პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“, „რუსთავი 2“ და „კავკასია“.
შესწორებები მაუწყებლების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ 2013 წელს მიიღეს. მაუწყებლებმა სასამართლოს მიმართეს და სასამართლოებმა მხოლოდ 2021 წელს მიიღეს გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0