ქართველი ინჟინერი სამუშაოდ Google-სა და Amazon-ში მიიწვიეს – წარმატების ისტორია

© AP Photo / Alastair GrantGoogle-ის ლოგოტიპი
Google-ის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულმა რამდენიმე რთული ტექნიკური ინტერვიუ გაიარა და ის სტაჟირებაზე Amazon-მა, ხოლო მუდმივ სამუშაოზე – Google-მა მიიღო.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. თბილისის კომაროვის სახელობის №199 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ბოტკოველი მალე Google-ისა და Amazon-ის გუნდების წევრი გახდება, ნათქვამია სკოლის Facebook-გვერდზე.
ბოტკოველი აპრილში კომპანია Amazon-ის 12-კვირიანი სასწავლო–სამუშაო პროგრამის მონაწილე გახდება. სტაჟირებას ქართველი სპეციალისტი ბერლინის ფილიალში გაივლის.
კორპორაცია Google-ს კი ბოტკოველი ოქტომბერში ვარშავაში შეუერთდება, სადაც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე სრული დატვირთვით იმუშავებს.
გიორგი ბოტკოველმა კომაროვის სკოლა 2018 წელს დაამთავრა ოქროს მედლით. შემდეგ დაამთავრა სწავლა თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ორი წლის შემდეგ სწავლის სრული დაფინანსება და სტიპენდია მიიღო ბუდაპეშტის (უნგრეთი) ლორანდ ეტვიოშის სახელობის უნივერსიტეტში.
წყარო: კომაროვის სკოლა
ყველა ახალი ამბავი
0