https://sputnik-georgia.com/20220225/pormula-1-rusetis-gran-pri-gaauqma-264798802.html
„ფორმულა 1“-მა რუსეთის გრან-პრი გააუქმა
„ფორმულა 1“-მა რუსეთის გრან-პრი გააუქმა
Sputnik საქართველო
რუსეთის გრან-პრი სოჭში მიმდინარე წლის შემოდგომაზე, 23-25 სექტემბრის პერიოდში იყო დაგეგმილი. 25.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-25T19:31+0400
2022-02-25T19:31+0400
2022-02-25T23:04+0400
რუსეთი
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23680/74/236807433_25:0:3476:1941_1920x0_80_0_0_9a75f926cc14796a2d43305e06d6afe4.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. „ფორმულა 1“-ის რბოლის ორგანიზატორებმა სოჭში დაგეგმილი რუსეთის გრან-პრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო.21 თებერვალს პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს. „მწუხარებით და შოკირებული ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და არსებული სიტუაციის სწრაფი და მშვიდობიანი მოგვარების იმედს გამოვთქვამთ. ხუთშაბათს, საღამოს „ფორმულა 1“-მა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) და გუნდებმა განიხილეს ჩვენი სპორტის პოზიცია და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსეთის გრან-პრის არსებულ სიტუაციაში ჩატარება შეუძლებელია“, – ნათქვამია „სამეფო რბოლის“ ორგანიზატორების განცხადებაში.ამ გადაწყვეტილებამდე რბოლაში მონაწილეობაზე უარი პროტესტის ნიშნად უკვე გამოთქვა რამდენიმე ცნობილმა მრბოლელმა, მათ შორის „ფორმულა-1“-ის მოქმედმა ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა. როგორც მან განაცხადა, არ შეიძლება რბოლაში მონაწილეობის მიღება სახელმწიფოში, რომელიც საომარ მდგომარეობაშია.რუსეთის გრან-პრი სოჭში მიმდინარე წლის შემოდგომაზე, 23-25 სექტემბრის პერიოდში იყო დაგეგმილი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23680/74/236807433_456:0:3044:1941_1920x0_80_0_0_be0097577821717cec41f96eb7abafe4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, სპორტი, ახალი ამბები
რუსეთი, სპორტი, ახალი ამბები
„ფორმულა 1“-მა რუსეთის გრან-პრი გააუქმა
19:31 25.02.2022 (განახლებულია: 23:04 25.02.2022) რუსეთის გრან-პრი სოჭში მიმდინარე წლის შემოდგომაზე, 23-25 სექტემბრის პერიოდში იყო დაგეგმილი.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. „ფორმულა 1“-ის რბოლის ორგანიზატორებმა სოჭში დაგეგმილი რუსეთის გრან-პრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო.
21 თებერვალს პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
„მწუხარებით და შოკირებული ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და არსებული სიტუაციის სწრაფი და მშვიდობიანი მოგვარების იმედს გამოვთქვამთ. ხუთშაბათს, საღამოს „ფორმულა 1“-მა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) და გუნდებმა განიხილეს ჩვენი სპორტის პოზიცია და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსეთის გრან-პრის არსებულ სიტუაციაში ჩატარება შეუძლებელია“, – ნათქვამია „სამეფო რბოლის“ ორგანიზატორების განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილებამდე რბოლაში მონაწილეობაზე უარი პროტესტის ნიშნად უკვე გამოთქვა რამდენიმე ცნობილმა მრბოლელმა, მათ შორის „ფორმულა-1“-ის მოქმედმა ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა. როგორც მან განაცხადა, არ შეიძლება რბოლაში მონაწილეობის მიღება სახელმწიფოში, რომელიც საომარ მდგომარეობაშია.
რუსეთის გრან-პრი სოჭში მიმდინარე წლის შემოდგომაზე, 23-25 სექტემბრის პერიოდში იყო დაგეგმილი.