ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
დანაშაულის დაფარვისთვის ბიბინეიშვილს ორიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის პროგრამისტ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ბიბინეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების - აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ ბიბინეიშვილის გირაოს (5 ათასი ლარის) სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთი პირს ბრალი წარედგინა
ბიბინეიშვილი 23 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, დაკავებულისთვის ცნობილი იყო, რომ აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მოკლეს ნიკა კვარაცხელია და მათზე ძებნა იყო გამოცხადებული. ამის მიუხედავად მან საკუთარ სახლში ღამე გაათევინა მათ, ხოლო მეორე დღეს მიმალვაში დაეხმარა, ამის შესახებ კი პოლიციას არ შეატყობინა.
საქმის მასალების თანახმად, კავილაძე და ჭელიძე ბიბინეიშვილის სახლში 19 სექტემბერს, 02:03 საათზე მივიდნენ და მასპინძლის მიერ გამოძახებული ტაქსით მისი სახლი 16:00 საათზე დატოვეს.
ირაკლი ბიბინეიშვილს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას ედავება, რაც ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0