Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რამდენჯერ უნდა გაილახო შე ს...კო“ – რას წერდა ცემამდე მასხულია რობერტო მავანზე

© Facebook / Giorgi Maskhuliaგიორგი მასხულია
გიორგი მასხულია - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2022
გამოწერა
სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გიორგი მასხულიას სკანდალური სკრინი გამოუქვეყნა.
სამი დღის წინ დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემაში ბრალდებულები დააკავეს. გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობას ედავება და მათ ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. როგორც ცემის შემდეგ დიზაინერმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, მოძალადეებმა უთხრეს, რომ ეს ჟურნალისტ რობერტო მავანისგან იყო. მავანსა და დიზაინერს შორის უკვე დიდი ხანია კონფლიქტია.

,,დიდი მადლობა ყველას, ასე ოპერატიულად რომ დააკავეს სამივე. არა ძალდობას. ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე ვიქნები თუ ვინ, მე ჩემს ქვეყანაში მინდა მშვიდი ცხოვრება”, – დაწერა გიორგი მასხულიამ, რომელსაც კომენტარებში სკრინი მიაწოდეს, სადაც ის რობერტო მავანზე ამბობს, რომ ის სცემეს.

,,დღეს მავანი სი** გავაგდე. არ ვიცი, რა მოასწრო, როგორი გადაღება, მაგრამ ხვალ პროკურატურაში შევიტან კონკურსის ჩაშლის მცდელობისთვის. ასე არ უნდა გრძელდებოდეს, ეს არის დევნა ადამიანის, ამიტომ სამართლებრივად აგებენ პასუხს. რამდენჯერაც მოხვედი, იმდენჯერ როგორ უნდა გაილახო, შე სირ**კო”, – წერს გიორგი მასხულია რობერტო მავანზე.

,,ეს რომ ცემს, ეგ არაა ძალადობა. ამას რომ ცემენ და დაცვა რომ არ ეფარება და პოლიციას ეგრევე რომ არ მიჰყავთ მასხუსთან სამივე ბიჭი, ეგ არ შეიძლება. ამათი ორმაგი კი არა, ყველამაგი სტანდარტების დედაც. გუშინ ეწერა ტიპს სტატუსი და ამაყობდა, მავანი ვცემე, როდემდე უნდა ვურტყა და რაღაცეებიო და დღეს ამაზე რომ იძალადეს“, „ვისა ბიჭო. გიორგი მასხულია?! იმენა უიმე, მწერალთა კავშირო და ბედკრულო საქართველოოუ”, „შენ არ იძახდი, მე ვცემეო, შე ყ**ეო”, „ღირსი კი ხარ, ცილისწამებისთვის რომ გიჩივლოს მავანმა, რომ გამოფინე ტელევიზიებში”, – წერენ კომენტარებში.

„არაა ცილისწამება, ამას მალე გაიგებს ყველა”, – წერს გიორგი მასხულია, რომელმაც ბევრი ადამიანისგან მიიღო მხარდამჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0